კვირა, მაისი 4, 2025

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას.

“ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.

მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.

ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თურქეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო და ფოტოკადრებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობა და ძლიერი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ჯეი დი ვენსი – როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ

როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით.ნეოკონსერვატორმა ბილ კრისტოლმა სოციალურ ქსელში ჯეი დი ვენსი მონიშნა და ჰკითხა, რას ფიქრობდა წმინდა მამის ასეთი უპატივცემულობით და დაცინვით.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. ამის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.

დონალდ ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის სკამზე ზის, შემოსილია პაპის სამოსით და თავსაბურავით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ზემოთ აქვს მიმართული.პოსტი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელ მსოფლიოში კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ და შემდეგი პაპის არჩევნებისთვის ემზადებიან.მანამდე ტრამპმა ამ საკითხზე ხუმრობით თქვა, რომ მას „თავად სურს, იყოს პაპი“.ტრამპის ამ სურათს ნიუ იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა, რომელშიც ამ შტატის ეპისკოპოსები შედიან.„ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.ტრამპის პოსტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მატეო რენციმაც გააკრიტიკა.

“მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის” – ზელენსკი პუტინის შეთავაზებაზე

შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე ბომბების ხმა სიჩუმემ ჩაანაცვლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს.უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი."მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ, 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა. 30 დღეში შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ამ მომენტის მდგომარეობით, რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა, შემდგომშიც გააგრძელოს ომი.ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე… ჩვენ რუსეთს მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი და მგზავრი დაიღუპა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.ვენტურას ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო სიახლეები