სამშაბათი, მარტი 3, 2026

„ზნეობრივი არჩევანი, რომელიც ისტორიაში სიმტკიცისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოდ რჩება-როდესაც ლიდერი ქვეყნის დატოვებაზე უარს ამბობს და საკუთარ ბედს ხალხის ბედს უკავშირებს” -რას წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯინი

,,გულწრფელად გმადლობთ თქვენი თანაგრძნობისა და ზუსტი ხედვისთვის. თქვენს ანალიზში ერთ არსებით საკითხს შეეხეთ: იმას, რომ ზოგჯერ ხალხის გვერდით „დარჩენა“, საფრთხის გააზრება და საკუთარ ბედისწერასთან პირისპირ დადგომა თავად იქცევა ისტორიულ ქმედებად.
შიიტურ ტრადიაციაში ჰუსეინ იბნ ალის აჯანყება და მოწამეობრივი სიკვდილი შთაგონებად იქცა. ეს შთაგონება აღიქმებოდა, როგორც ხალხის გვერდით დგომა, თუნდაც არათანაბარ პირობებში. როდესაც ერის ლიდერი გადაწყვეტს, არ დატოვოს ქვეყანა და საკუთარი ბედი არ გამიჯნოს ხალხის ბედისაგან, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის; ეს არის ზნეობრივი და ისტორიული გზავნილი. ასეთი გადაწყვეტილება, ნებისმიერი სამხედრო თუ პოლიტიკური შედეგის უწინარეს, იქცევა საერთო ბედისწერისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოდ.
ისტორია მსგავს მაგალითებსაც იცნობს. ისლამურ სამყაროში პიროვნებები, რომლებმაც მოვალეობიდან განზე განდგომას სიკვდილი არჩიეს, კოლექტიური სინდისის მტკიცე სიმბოლოებად იქცნენ. ყველა ამ შემთხვევაში, რაც ხსოვნას შემორჩა, არა პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ „წინააღმდეგობისა და სიმტკიცის ნარატივი“ იყო.
ხანდაზმული ლიდერის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თავშესაფარზე ან ქვეყნის დატოვებაზე, თუ ეს რწმენითა და შეგნებით არის ნაკარნახევი, შეიძლება მის მხარდამჭერებისთვის სულიერ სიმდიდრედ იქცეს; რადგან აჩვენებს, რომ სიტყვასა და საქმეს შორის განსხვავება არ არსებობს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბუნებრივი სიკვდილი ყოველი ადამიანის ხვედრია; თუმცა ის, თუ როგორ შეხვდება ადამიანი მას, არის ის, რაც ერების ისტორიულ მეხსიერებაში რჩება.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ანალიტიკური და თანაგრძნობით სავსე ხედვისთვის. ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, ის რაც ყველაზე მკაფიოდ იკვეთება, არის გულწრფელობა, საკუთარი ბედის ხალხთან დაკავშირება და მოვალეობის აღსრულება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში- ამის შესახები ირანის ანი მოჯინი  facebook- ზე წერს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული...

2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი 2022 წელს ეკა გიგაურისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადებების „სქრინებს“ აქვეყნებს.„გლობალური კრიზისების დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება – ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის  ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა კერძოდ -  აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემოტანის ფაქტი.ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული,  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა კუსტარულად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზში, მალულად განთავსებული  125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - ,,მეტამფეტამინი“ შემცველი სითხე.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის… არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანის მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის იყო გამოცხადებული.გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მიმართულებით ცეცხლი "ჰეზბოლამაც" გახსნა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა. მოსახლეობას ამ დრომდე მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრების სიახლოვეს და იმოქმედონ სამხედროების მიერ გაცემული ინსტრუქციებს შესაბამისად.განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანი აშენებდა ბირთვული იარაღის ახალ ობიექტებს, რომლებზეც იერიშის მიტანა რამდენიმე თვეში შეუძლებელი გახდებოდა. მისი თქმით, სწორედ ამან შექმნა ქვეყანაზე დარტყმების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა."მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა, მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ - აშშ და ისრაელი ერTად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ"- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აბას არაღჩი – მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.„არასდროს ყოფილა ე.წ. ირანული საფრთხე. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის ღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, – წერს არაღჩი. 

ბოლო სიახლეები