პარასკევი, იანვარი 16, 2026

ზვიად შალამბერიძე – იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, იმერეთში ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის ,,ქართული ოცნების“ პერიოდში, რეგიონში 4 მილიარდ ნახევარი ლარის პროექტებია განხორციელებული. ასევე, 450 სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია განხორციელდა. გამომდინარე აქედან რეგიონის 542 სოფლიდან თითქმის 80 პროცენტში არის საავტომობილო გზა. 2012 წლამდე კი გზა დაახლოებით 80-მდე სოფელს ქონდა.
ზვიად შალამბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის გაზიფიცირებაზე. მისი თქმით, თერჯოლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად არის გაზიფიცირებული. იმერეთის 542 სოფლიდან 239 სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. 2012 წლამდე და 2012 წელსაც მხოლოდ 59 სოფელს მიეწოდებოდა გაზი. მხარის რწმუნებულის განცხადებით, მხოლოდ ამ შედარებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ ვინ აკეთებს სახალხო საქმეს და ვინ არ აკეთებს და მანამდე ვიზე იყო ყველაფერი მორგებული.
„წინა მთავრობის პერიოდში პროექტები ხორციელდებოდა რამდენიმე ადამიანის სურვილით,  მათი ბელადი გადაწყვეტდა და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდნენ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად არ იყო სიკეთის მომტანი მოსახლეობისთვის. შემიძლია ერთ მაგალითზე ვისაუბრო, აქედან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 360 მილიონი ლარით ჩვენ შეგვეძლო იმერეთში 150-მდე სოფელში მიგვეყვანა ცენტრალური გზა. ადგილობრივებს მუდმივად ვეკითხებით თუ რა სურთ, რა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ  მუნიციპალიტეტებში. თერჯოლა არის გამორჩეული განათლების კუთხით. რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია.  ეს პროცესი გაგრძელდება და ნამდვილად იქნება შეუქცევადი. ყველა სკოლა, ყველა ბაღი, რომელშიც ჩვენი შვილები სწავლობენ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ პროცესში,  დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ როლს შეასრულებს მომავალი მერი. მომავალშიც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელიც თერჯოლის რეგიონს მეტ შესაძლებლობებს მისცემს‘’ –  განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ პირველ ადგილზე დაასრულა, იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.

მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა

აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა.ბიოგრაფიიდან:ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მზექალა შანიძე1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია

პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.ტიმოშენკოს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო სხდომა 16 იანვარსაა დაგეგმილი.პროკურატურა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერისთვის გირაოს სახით 50 მილიონ გრივნას ითხოვს.ტიმოშენკოს თქმით, აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.„ეს მაშინ ხდება, როდესაც თქვენ გეგმავთ გირაოს გადახდას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში. მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი ანგარიშები დაბლოკილია სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი. ასეთია საერთაშორისო თაღლითების ანტიკორუფციული მართლმსაჯულება. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯები მაიძულებს, გავიქცე ან ბრძოლაზე უარი ვთქვა. თქვენ ძალიან ცდებით“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს...

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს - ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. მათი ცნობით, დ.ჩ. -ს ახლა გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

ბოლო სიახლეები