საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
აღმასკომის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გათამაშების ახალი ფორმატი და კლუბების ლიცენზირებასთან დაკავშირებით დებულებაში ცვლილებები შეიტანეს. რეგიონულ ლიგაში „ზესტაფონის“ 19-წლამდე კლუბი „ლოკომოტივი 2“-ის ადგილს დაიკავებს, რომელმაც თამაშზე უარი განაცხადა.