პარასკევი, აპრილი 24, 2026

ზაქარია ქუცნაშვილი-ქართული ოცნება თიანეთში თავის დაპირებებს ასრულებს

,,ჩემს მიერ ერწოელებისათვის მიცემული დაპირება შესრულდება. ავაშენებთ  ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელ 7კმ-იან ახალ საავტომობილო გზას.

სამწუხაროდ, არასოდეს ყოფილა ამ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის დამაკავშირებელი გზა მოასფალტებული, რის გამოც შემდეგი სოფლების: ხევსურთსოფელი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, სიმონიაანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, მოქალაქეები ტალახიანი და მტვრიანი გრუნტის გზით სარგებლობდნენ.

ჩვენი ოპოზიციის სკეპტიციზმი და მორიგი ტყუილი არ გამართლდა. ისინი თიანეთის ამ 8 სოფლის მოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ატყუებდნენ, რომ ეს დაპირება იყო ტყუილი და არ განხორციელდებოდა. მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე და ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები და მათი სტუმრები ისევე ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო საავტომობილო გზით, როგორც სარგებლობენ მეზობელი ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთი სოფლის მოქალაქეები.

პროექტის მშენებლობა განხორციელდება სიმონიაანთხევის ად. ერთეულის მოქალაქეების და მათი ადგილობრივი ლიდერების – კობა ბიჭინაშვილისა და იაგო შერაზადაშვილის თხოვნის საფუძველზე. ქართული ოცნება თიანეთში თავის დაპირებებს ასრულებს! ”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვიზიტის დროს განაცხადა.„მე პოლიტიკაში ადრე (პრეზიდენტობამდე) არ ვიყავი ჩართული და არც შემდეგ ვიქნები ჩართული“, – აღნიშნა მაკრონმა.მისი თქმით, მეორე ხუთწლიანი ვადის ყველაზე რთული ნაწილი მისი მიღწევების დაცვა იყო.საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მან „პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა“, რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებით და სურდა, რომ მისი იდეები განხორციელებულიყო.ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის მაისში დაიკავა, ხოლო 2022 წლის აპრილში იგი მეორე ვადით აირჩიეს. 

„თქვენს წმინდანებს ვთხოვ, ილოცოთ მამაჩემისთვის“- მამა სერაფიმე მრევლს მიმართვას

მამა სერაფიმე ბით ხარიბი, რომელიც ქანდაში მსახურობს და არამეულ ენააზე აღავლენს მსახურებას, სოციალურ ქსელში მამის შესახებ წერს:„ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენს წმინდანებს ვთხოვ, ილოცოთ მამაჩემისთვის. გუშინ მან გულის მწვავე შეტევა განიცადა ... ჰქვია ალექსეი",- წერს მოძღვარი.

დონალდ ტრამპი – ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ, თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ სამხედრო გზით დავასრულებ დანარჩენ 25%-ს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანში სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მიაღწია.ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს.„ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ. ჩვენ მიზნის მიღწევა ცოტა ადრე შევწყვიტეთ, რადგან მათ სურთ გარკვეული მშვიდობა და ჩვენ გვაქვს ბლოკადა, რომელიც 100%-ით ეფექტურია და ისინი ვერანაირ ბიზნესს ვერ აწარმოებენ. მათ ეკონომიკურად და ფინანსურად კარგად არ აქვთ საქმე, ბლოკადის გამო არანაირი ბიზნესი არ აქვთ“, – თქვა ტრამპმა.მისივე თქმით, თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, აშშ კონფლიქტს სამხედრო გზით დაასრულებს.„ახლა ჩვენ უბრალოდ ვსხედვართ და ვუყურებთ, რა შეთანხმებას მიაღწევენ, და თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ სამიზნეების დანარჩენ 25%-ს. ჩვენ მივაღწიეთ იმ სამიზნეების დაახლოებით 78%-ს, რომელთა მიღწევაც გვინდოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

რომის პაპი ლეო – მოვუწოდებ სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე

რომის პაპი ლეო აშშ-სა და ირანს მოუწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები განაგრძონ. მისივე თქმით, მხარეებმა საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა სცენ.„მე მოვუწოდებდი სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ, რომ ყველა მხარემ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად, ომის საფრთხის მოსაშორებლად და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის. როგორც პასტორი, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ პასუხების მოსაძებნად, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილებისგან“, – განაცხადა პაპმა აფრიკული ტურნეს შემდეგ რომში დაბრუნებისას.

რამდენ ხანს გაგრძელდება უნალექო ამინდი – მეტეოროლოგის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. 25 აპრილს - გამოიდარებს. 26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება. 27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება. ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები