კვირა, ივლისი 13, 2025

ზაქარია ქუცნაშვილის ბიურო სააგენტო „რეგინფოს” მოუწოდებს, გაასწოროს მათ მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.

ბიუროს მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

,,2018 წლის 24 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო www.reginfo.ge-მ მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით, წყაროს ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, საქართველოს პარლამენტის წევრზე – დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან ზაქარია ქუცნაშვილზე, ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა, კერძოდ:

  1. სააგენტოს მიხედვით, ვითომ „ზაქარია ქუცნაშვილმა მის კუთვნილ რესტორან „ერწოსიდილიაში“, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში მდებარეობს, პირადად მისი და 3 სხვა პარლამენტარის ქეიფის ხარჯი, 2017 წლის 10 აგვისტოს, თიანეთის გამგეობას გადაახდევინა.“

საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია. შესაბამისად რომელიმე საწარმო რომც ეკუთვნოდეს ზაქარია ქუცნაშვილს არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. კანონის დარღვევას იმ შემთხვევაში ექნებოდა ადგილი, რომ დეპუტატს თავად ემართა ის ან არ ჰქონოდა შეტანილი საჯარო სამსახურის ბიუროსათვის ყოველწლიურად წარდგენილ დეკლარაციაშია.

ამხანაგობა „ერწოს იდილია“ არ წარმოადგენს ზაქარია ქუცნაშვილის საკუთრებას. შესაბამისად ის ინფორმაცია, რომ მასში 70% წილსზაქარიაქუცნაშვილი, დანარჩენს კი 30% კი რევაზ ბოდაველი და ელგუჯა ჩოლოგაური ფლობენ არის მორიგი ტყუილი. ამის დამადასტურებელია თავად ამ ინფორმაციაზე სააგენტოს მიერ დართული 2 დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი და საანგარიშსწორო ბარათი. ორივე დოკუმენტზე ამხანაგობა „ერწოს იდილია“-ს ხელმძღვანელის სახით ხელს აწერს ბ-ნ მალხაზ ბადურაშვილი და არა ზემოთ მითითებული რომელიმე პირი. ბატონი ბადურაშვილი ერთ-ერთი მესაკუთრეა, რომელიც ამავდოულად ხელმძღვანელობს და მართავს ამხანაგობა „ერწოს იდილია“-ს. რაც შეეხება სხვა 2 მესაკუთრეს, ისინი არ არიან არც ზაქარია ქუცნაშვილი, არც რევაზ ბოდაველი და არც ელგუჯა ჩოლოგაური. ისინი არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს და ამიტომ მათი პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამჟღავნებისაგან თავს შევიკავებთ.

ის რომ ამხანაგობა „ერწოს იდილია“ არ წარმოადგენს ზაქარია ქუცნაშვილის საკუთრებას ამის თაოაბზე პირადად ესაუბრნენ და საქმის კურსში ჩააყენეს სააგენტოს ერთ-ერთი ჟურნალისტი. არასწორი ინფორმაციის დასადასტურებლად შესთავაზეს ამხანაგობა „ერწოს იდილია“-ს დამფუძნებლების  სანოტარო აქტით დადასტურებეული სრული შემადგენლობის ამსახველი დოკუმენტის მიწოდება, მაგრამ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაციის გასასწორებლად დროის უქონლობა მოიმიზეზა და შეცდომის გასწორება მომავალი კვირისათვის გადადო.

  1. გავრცელებულ ინფორმაციაში მეორე ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს ზაქარია ქუცნაშვილის და მისი კოლეგების ვიზიტი პირადი ხასიათისა იყო და ამიტომ

„ … პირადად მისი და 3 სხვაპარლამენტარისქეიფისხარჯი, 2017 წლის 10 აგვისტოს, თიანეთისგამგეობასგადახდევინეს“ რითაც როგორც ჩანს სააგენტოს სურს საზოგადოებას ვითომ კანონის „დარღვევის“ და მორალის „შელახვის“ ფაქტის აღმოჩენა ამცნოს. ამ დროს სააგენტოს ჟურნალისტის მხირიდან ინფორმაციის ელემენტარული გადამოწმებით  სულ სხვა გარემოება დადასტურდებოდა.

ადგილი ჰქონდა არა პირადი ხასიათის ვიზიტს, არამედ აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას თიანეთის მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარებული შეხვედრის  მიზანი მდგომარეობდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის უპირატესობებისა და პერსეპექტივების თაობაზე მსჯელობაში.  ევროპასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაცნობაში. „NDI“-მ ამ მისიის შესრულებისათვის მოიწვია ყველაზე ინფორმირებული და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მყოფი თანამდებობის პირები, როგორებიც არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. სამუშაო შეხვედრაზე თითოეულმა გამომსვლელმა გააკეთა ზეპირი მოხსენება და უპასუხა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს. სამუშაო ჯგუფში მონაწილე არცერთ მოხელეს ამისათვის ანაზღაურება არ მიუღია. ამის გამო ზაქარია ქუცნაშვილმა აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტს, ყველა მის კოლეგას და თიანეთის მუნიციპალიტეტს დიდი მადლობა გადაუხადა.

ის რომ ეს არ იყო პირადი ხასიათის ვიზიტი შეიძლებოდა გადამოწმებულიყო მუნიციპალიტეტის საიტის ელემენტარული დათვალიერებით, სადაც ნათლად ჩანს შეხვედრის საჯაროობა, თემატიკა და თიანეთის მუნიციპალიტეტი როგორც მასპინძელი მხარე.

  1. გავრცელებულ ინფორმაციაში მესამე ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს 459 ლარით თიანეთის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 5 ადამიანს უმანსპინძლა. ამ დროს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა მასპინძლების გარეშე შეუძლებელია. სტუმრებს მასპინძლების გარეშე მსოფლიოში არსად ხვდებინ, მითუმეტეს, საქართველოს მთაში. თიანეთის საკრებულოს მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის, მარინა ხარხელაური (ცაბოშვილი) რომელიც, სავარაუდოდ, პრორუსი თამაზ მეჭიაურის დავალებით (დღეის მდგომარეობით მისი მოადგილე) არის ამ ინფორმაციის გამავრცელებელი, თავად იყო წარმოდგენილი სუფრასთან მეუღლესთან ერთად.  ადგილზე საკრებულოს და მისი აპარატის წევრებთან და სტუმრებთან ერთად, სულ მცირე, 11-12 ადამიანი იმყოფებოდა. თამაზ მეჭიაურის დღევანდელი მოადგილე იყო მუნიციპალიტეტის მხარე ვისთანაც „NDI“ -ა  აწარმოებდა შეთანხმებას ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად. იგივე მარინე ხარხელაური (ცაბოშვილი) იყო ამხანაგობა „ერწოს იდილია“-სთან მასპინძლობის ორგანიზებასთან დაკავშირებით მომლაპარაკებელი მხარე.

სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაი, ერთი სადაო ხმით არჩეული თიანეთის მერიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ერთნაირი მონდომებით ცდილობენ მცდარი ფაქტებით გაჯერებული ინფორმაციის ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ გამოყენებას. ამჯერად უკვე საჯაროდ მოვუწოდებთ სააგენტოს გაასწოროს მცდარ ფაქტებზედაყრდნობით გავრცელებული ტყუილი.”

 

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ბიურო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს – ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ლონდონის "ჩელსისთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ამჯერად ახალი მიზანი აქვს - მსოფლიო საკლუბო თასის აღმართვა. გუნდებს წინ რთული თამაში ელით. "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თამაშამდე ტრადიციულად პრესკონფერენციაზე ისაუბრა."პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები "ჩელსის" მოთამაშეებს ძლიერ მეტოქეებად მიიჩნევენ. პარიზელები მოედანზე გამარჯვებისთვის გადიან. სურვილი კი ყველას ერთი აქვს - კონკურენტის დამარცხება და თასის მოპოვება."პსჟ"-ს გზა თითქმის იდეალური იყო. ფრანგებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდთან გოლი არ გაუტანია, ფრანგული მედია მოედანზე ქართველი ფეხბურთელის თამაშს განსაკუთრებულად გამოეხმაურა და მაღალი ქულაც დაუწერა.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "პსჟ" ლონდონის "ჩელსის" ხვალ, 13 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, "მეტლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.

მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციას“ ორი-სამი წელი ვამზადებდით, დღეს მთავარია, არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები, არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით

ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება, მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, „ვარდების რევოლუციას“  2-3 წელიწადი ვამზადებდით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მთავარია, საქართველოში ოპოზიციამ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გაიმეოროს და არ შემოიფარგლოს პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით.„ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება.მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. „ვარდების რევოლუციას“ ჩვენ ვამზადებდით 2-3 წელიწადი. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი და მრავალი საათი ვესაუბრე მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებული ორგანიზაციის „ოტპორის“ ლიდერებს, არაერთხელ ვიყავი კიევში „უკრაინა კუჩმას გარეშე“ საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროდ.„ვარდების რევოლუციის“ ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედებების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც, ჩვენს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც აიძულებდა შევარდნაძეს შეცდომები დაეშვა.ახლა ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ყოველ ჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე, თუ რა იქნება აქაური რუსული რეჟიმის შემდგომი ქმედება. მთავარია, ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით.თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა აჩვენებს ნამდვილი გმირობის მაგალითები. მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება „შავი გედებიც“, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. შეიძლება, ამასობაში საქართველო დავკარგოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„დედიკომ თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს პატარა  შოშიების მამიკო 

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, უსაყვარლესი დანიელის და დაჩის კადრებს თავის გამომწერებს უზიარებს.ცხელიშვილი ემოციურად წერს, რომ სწორედ იმ ჰამაკზე ქანაობენ უდედოდ დარჩენილი ტყუპები, სადაც მათი დედა ხშირად იჯდა ხოლმე:„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი. 

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა. ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიური სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით, ჩასწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. სიტყვა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს და ჩვენც ყველანი წარგზავნილები ვართ ღვთის მიერ ამ ქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით. ესე იგი, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“, - აღნიშნა მეუფემ.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, რომ გახარიას მინისტრობის პირობებში, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რამაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ეს საქმე...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა; მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ, ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები