ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ზაფხულის ყველაზე სასარგებლო ხილი, საზამთრო თუ ნესვი – რომელი უფრო სასარგებლოა

დავა იმის შესახებ, რომელია უკეთესი ორგანიზმისთვის, საზამთრო თუ ნესვი, არ სრულდება.

აღსანიშნავია, რომ საზამთრო შეიცავს ნაკლებ კალორიას, ვიდრე ნესვი. 100 გრამი ნესვი შეიცავს 35 კალორიას, ხოლო საზამთრო – 25-ს. ამავდროულად, ნესვი შეიცავს მეტ უჯრედისს, რომელიც ორგანიზმს წმენდს, სისხლში ქოლესტერინის დონეს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს.

ნესვი ბევრ C ვიტამინს შეიცავს. 200 გრამი ნესვის მირთმევა საკმარისია, რომ C ვიტამინის დღიური ნორმა მიიღოთ. C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს, რკინის ათვისებას ხელს უწყობს და კანს კურნავს.

საზამთროში გვხვდება ასკორბინის მჟავა, მაგრამ მწვანე კენკრაში სამჯერ ნაკლებია. სამაგიეროდ, მეტი ნახშირწყლებია – 94 პროცენტი 89%-ის წინააღმდეგ.

რომელია უკეთესი?

თუ ამ ორი პროდუქტის სასარგებლო ნივთიერებებს შევადარებთ, ნესვი იმარჯვებს. თუმცა დიეტოლოგები გირჩევთ, ორივე პროდუქტის მიღებას – გოგრისებრთა ოჯახის ეს ორი სახეობა ერთმანეთს ავსებს. მართალია, ნესვს და საზამთროს არასწორად მივირთმევთ. ექიმები თვლიან, რომ მათი დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

ზომიერების დაცვით უსიამოვნო შედეგებთან გამკლავება არ მოგიწევთ. საზამთროს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს, ხოლო ნესვს დიდი რაოდენობით მიღებისას საფაღარათო ეფექტი აქვს. ასევე არ არის რეკომენდებული ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად. კუჭში არ ფერმენტირდება, არამედ წვრილ ნაწლავში მუშავდება. თუ ნოყიერად ჭამის შემდეგ ნესვს მიირთმევთ, მასთან ერთად სხვა კერძებიც კუჭში არ გაჩერდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია… მოგვენატრები, ჩვენო კეთილო და მოსიყვარულე ბიჭო…“ – ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა 32 წლის ბესო ბოლქვაძეა

ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. მოკლულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია... მოკლეს სასტიკად, გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო... შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?“,- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა

კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა და ხელს ვაწერდით ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და რა ჩამოგვივიდა? ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა, რადგან თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე ევროკავშირის ელჩისადმი მისი მიმართვის შესახებ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს და დაგმოს ძალადობის, ზიზღის გამოვლინებები და ქმედებები, რომელიც სწორედ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებული ორგანიზაციების, თუ ჯგუფების მხრიდან იგეგმება, თვითონ დასავლეთი კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი დაკავებებია ამ ურთიერთობების დამაზიანებელი და ისინი მიუთითებენ იმ ნაბიჯებზე, რის გამოც ურთიერთობა გაუარესდა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „ამის გამო მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა უნდა გვაგინონ?“„ამით ამართლებენ, რომ ვინაიდან შეიძლება, რაღაც არ მოსწონთ ხელისუფლებაში, უნდა დააფინანსონ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პარლამენტის წევრს, ღამე ადგებიან სახლში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს? ანუ, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია ამით მართლდება? ევროპას თუ დააწერ რამეს, შეგიძლია, ზიზღიც ჩადო, სიძულვილიც ჩადო და დეზინფორმაციაც ჩადო? სამწუხაროდ, აი, ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ელჩებს კომუნიკაციის დროს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მათ თავად უნდა აეღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ დაფინანსება გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს არანაირად არ შეისმინეს.„მათ შორის, მანამდეც მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ აი, შემთხვევები და მათ შორის, ფაქტები გავუგზავნე. ამ წინა წერილზე მივიღე პასუხი. მე მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდაა და ა.შ. ფაქტების მეტი რა არის?! ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ, წინაზე პასუხად მივიღე – დიახ, რთულია პოლარიზაცია, სამწუხაროა, არცერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დღესდღეობით, ხელის გულზეა, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მოძრაობების, ერთადერთი დაფინანსება ეს არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდება ევროკავშირისა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ყოველდღე რომ გამოდიან ევროპარლამენტში, მათ შორის დღეს რომ ვუსმენდით, რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტს, თუ ენჯეოს, ამით ხომ ამბობენ, რომ ისინი იწონებენ ქმედებებს, რომელსაც ისინი სჩადიან, როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრებს, სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ? ზუსტად ამაზე მქონდა მიმართვა პირადად პაველ ჰერჩინსკის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის მიმართ ორივე წერილში სწორედ ამაზე საუბრობდა.„ვწერ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხომ არ ამბობენ საჯაროდ და აი, რატომ არ ამბობენ, რა უღირს, რატომ არ შეძლება, ეს თქვას? იცით, რატომ არ ამბობენ არაფერს? როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი, ან სხვა ელჩი იტყვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრთან მივარდნა, პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფეიერვერკებით დაწვა და პოლიციელებზე ქვების სროლა არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

NATO-ს წლევანდელ სამიტს უკრაინაც დაესწრება

ნატო-ს წლევანდელ სამიტს უკრაინაც დაესწრება.უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანამ სამიტზე მიწვევა ოფიციალურად მიიღო.ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინა იქნება სამიტის დღის წესრიგშიც.ნატო-ს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

რევაზ სოხაძე – აბასთუმანში ვითარდება ინფრასტრუქტურა და უმჯობესდება პირობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის

ვიმყოფებით აბასთუმანში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, სადაც რამდენიმე წელია, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დაბაში ვითარდება როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე უმჯობესდება პირობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.რევაზ სოხაძის თქმით,  მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, შენდება ბაღი, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება შენობების ფასადებს, მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის.„ბოლო წლებში, ხელისუფლების მიერ მრავალი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც აისახა კიდეც ტურისტების რაოდენობაზე და შესაბამისად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში აბასთუმანი უკვე კერძო ინვესტიციებით შექმნილი სასტუმროებით მიიღებს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.ამასთან, მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტ აბასთუმანში სხვადასხვა დანიშნულების არაერთ  პროექტს ახორციელებს. დაბაში  მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ხიდის, ავტოსადგურის და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომის მშენებლობა, ასევე, გრძელდება რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისათვის წყალსაცავისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაციაც.„პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს, მიმდინარეობს, ასევე ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცი, რომელიც ითვალისწინებს  ფასადის პირვანდელი იერსახით აღდგენას დეკორატიული  და  ქვით მოპირკეთების ელემენტებით. დაბა აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი – 154.8 მილიონი ლარია.ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში  დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული  სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკში. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და  ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია დაიბრუნებს და განავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და  მსოფლიოს მასშტაბით. აბასთუმანში აშენდა 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს აშენებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავასრულე, რის შემდეგაც გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს განათლებას თან ახლავს. უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც აშენებს არა მხოლოდ ხიდებსა და გზებს, არამედ უკეთეს, მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ კახიძემ სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, მაგისტრატურა კი 2016 წელს. ამჟამად, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.სტუ-ის ცნობითვე, ნიკოლოზ კახიძე 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე არა მარტო მაღალკვალიფიციური განათლება, არამედ გამოცდილებაც, რომელმაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გაძლევს შესაძლებლობას, გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩვენ არ გვასწავლიდნენ მხოლოდ კონსტრუქციების აგებასა და მათემატიკურ გაანგარიშებებს, გვასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია განათლების მაღალი სტანდარტის სიმბოლოა და სამშენებლო ფაკულტეტიც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას. დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მენტორობით დაძლეული რთული სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკული მუშაობით, შევიძინეთ ის ცოდნა და აუცილებელი უნარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - აცხადებს დოქტორანტი.

ბოლო სიახლეები