ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ზამთრის კურორტებზე 25 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ზამთრის კურორტებზე. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე

რუსეთის შსს-მ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.მერაბ ჯანგველაძე არის პირველი ადამიანი კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორის, რომლის „კრიმინალური სტატუსიც“ ბრალდების საგანი გახდა.მერაბისთვის მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მისი ძმა ლევან ჯანგველაძე ვაკეში ქილერმა მოკლა.მომხდარი მკვლელობიდან ორ თვეში მერაბ ჯანგველაძემ 30-მდე მხარდამჭერი შეკრიბა და მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ „ნადირობა“ გამოაცხადა. თუმცა, ამ ნაბიჯს კრიმინალურ სამყაროში სკეპტიკურად შეხვდნენ.მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ჯანგველაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე იტალიაში ცხოვრობს, მისი ექსტრადიციის შანსი რეალურია. მას არ აქვს იტალიის მოქალაქეობა, იტალია კი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შსს-სთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

დანილო დელა ვალე – ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. და ეს მზია ამაღლობელის კონტექსტში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ იყოს ცარიელი ლაპარაკი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„უნდა მივყვეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამჟამად ვაშინგტონი ახორციელებს. დღეს დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც აკავებენ, რადგან, მაგალითად, ამერიკაში არ სურთ ჯარში მსახურება. ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ. აქ განსაკუთრებით ვსაუბრობთ საქართველოზე – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

პეტრ ბისტრონი – მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ

ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და ენჯეოაქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, რა ხდება ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპალრამენტარმა პეტრ ბისტრონმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება; „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“,- განაცხადა ბისტრონმა.

გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები