სამშაბათი, მარტი 24, 2026

ზაზა შათირიშვილი – საერთაშორისო მედიაში როგორც არაერთხელ დაიწერა, ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე, საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული

ჩვენ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკის საჭადრაკო პარტიას, სადაც ამერიკამ უკრაინასა და საქართველოს გასაწირი პაიკების როლი მიაკუთვნა. როგორც საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა, დღეს ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე და საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქისგან იმ საქმეში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს გასაწირ პაიკად ქცევას ითვალისწინებს, არავითარი გამართლება არ აქვს.

ზაზა შათირიშვილის განმარტებით, შესაბამისად, არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანთა ქმედებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან თბილისში ანტისამთავრობო აქციებს აორგანიზებდნენ და ქვეყნის არევას ცდილობდნენ. ამასთან, შათირიშვილი ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აგენტურის საქმიანობა სათანადოდ უნდა შეფასდეს და თითოეულ აგენტს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს“.

„ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, გიგა ბოკერიამ ვითომ ხუმრობით თქვა, რუსეთის აგენტობას „ცეერუს“ აგენტობა ჯობიაო. სხვა კონტექსტში და სხვა ადამიანის პირით ნათქვამი ეს სიტყვები მართლა ხუმრობად შეიძლება მიგვეღო. თუმცა, ბოკერიას განცხადებას ოდნავ თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მან თავისი სიტყვებით საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში საკმაოდ ღრმად გამჯდარი დამოკიდებულება გაახმოვანა.

საქართველოში არცთუ მცირე რიცხოვნობით არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკის აგენტობა არათუ სათაკილო მოვლენა, პატივსაცემი სტატუსიც კი არის. ამ დროს, სინამდვილეში, აგენტი აგენტია, რომელ სახელმწიფოსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. აგენტობა თავის თავში გულისხმობს სხვა ქვეყნის მსახურებას ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საჭიროებისათვის, მათ შორის, იმის გარდაუვალი დაშვებით, რომ ეს საჭიროება, კონკრეტულ ვითარებაში, შენი ქვეყნის ინტერესებთანაც შეიძლება მოვიდეს უხეშ წინააღმდეგობაში. შესაბამისად, სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აგენტობა ყველა შემთხვევაში უაღრესად სათაკილო და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აგენტორული ვალდებულებებით ოკუპანტ სახელმწიფოსთან ხარ დაკავშირებული თუ არაოკუპანტთან.

აქ დამატებით ის გარემოებაც არის მხედველობაში მისაღები, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, დიდი სახელმწიფოები საქართველოს გლობალური პოლიტიკის პრიზმაში განიხილავენ და ასეთ დროს, მათთვის ლოკალური ქართული ინტერესების მხედველობაში მიღება საკმაოდ რთულია. გლობალურ და ლოკალურ ინტერესებს შორის დიდი ქვეყანა უპირატესობას ყოველთვის გლობალურ ინტერესებს მიანიჭებს. დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, საქართველო, როგორც ძალიან პატარა ქვეყანა, სამწუხაროდ, პაიკად არის მოაზრებული, მოჭადრაკე კი პაიკს მხოლოდ იმ შემთხვევაში უფრთხილდება, თუ მას საჭადრაკო პარტიაში თავისი არსებობით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ თუ მოჭადრაკე ხედავს, რომ პარტიის მოსაგებად პაიკის გაწირვით უკეთეს შედეგს მიიღებს, ბუნებრივია, უპირატესობას პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიანიჭებს და გლობალურ ინტერესებს თვალის დაუხამხამებლად შეგწირავს. ასეთ პირობებში, იმის ალბათობა, რომ ამერიკის აგენტს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა შეიძლება მოუწიოს, ძალზე მაღალია.

ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი გლობალური და რეგიონული პოლიტიკური მოვლენებია. ჩვენ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკის საჭადრაკო პარტიას, სადაც ამერიკამ უკრაინასა და საქართველოს გასაწირი პაიკების როლი მიაკუთვნა. როგორც საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა, დღეს ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე და საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული. ამაზე ჩვენ არც უნდა გავბრაზდეთ და არც უნდა გავნაწყენდეთ. მამლუქის სიტყვები უნდა გავიხსენოთ – გვეუბნებიან, ბიჭები ვართ და მოვდივართო და ჩვენც, თუ ბიჭები ვართ, უნდა დავხვდეთ და ქვეყანა დავიცვათ, რომ გლობალური ინტერესებისათვის მისი გაწირვის საშუალება არავის მივცეთ.

თუ ამერიკელებს საქართველოს გაწირვისთვის დიდწილად ვერ გავამტყუნებთ, ამას მის ქართველ აგენტებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. როდესაც ქართველი გქვია და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენგან იმ საქმეში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს გასაწირ პაიკად ქცევას ითვალისწინებს, არავითარი გამართლება არა აქვს.

შესაბამისად, არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან თბილისში ანტისამთავრობო აქციებს აორგანიზებდნენ და ქვეყნის არევას ცდილობდნენ; საქართველოს ომისკენ მიექაჩებოდნენ და მთავრობისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაშვებას და დიდი ოდენობით იარაღის შესყიდვას მოითხოვდნენ; ბაკურიანში იკრიბებოდნენ და რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების პირობებში, საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და ა.შ.

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აგენტურის საქმიანობა სათანადოდ უნდა შეფასდეს და თითოეულ აგენტს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს. როგორც ცნობილია, არა მხოლოდ შემდგარი დანაშაული, არამედ დანაშაულის მცდელობაც დასჯადია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ყველა აგენტი, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების პრინციპული და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა აგენტების მიმართ, რომელ უცხო ქვეყანასაც არ უნდა ემსახურებოდნენ ისინი. სააკაშვილის და გვარამიას მაგალითზე ვნახეთ, რომ აგენტების დაპატიმრებაზე ამერიკელები მძიმედ რეაგირებენ. თუმცა, თუ გვინდა სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ და ომის საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან, ასეთ საკითხებში სისუსტის ჩვენება და უკან დახევა დანაშაულის ტოლფასი იქნება“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პოლიტიკო“ – აშშ ირანის ახალ ლიდერად ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ გალიბაფს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ გალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ ავრცელებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე კანდიდატის „ტესტირებას“ გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებული არ არის. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანდიდატთა შორის არ არის ირანის შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი.როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები ამბობენ, თეთრ სახლში ირანისთვის „ვენესუელურ სცენარს“ განიხილავენ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსი მიდის, რომელსაც შიდა მხარდაჭერაც აქვს და ამავე დროს აშშ-ის მიმართ ლოიალურია.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ სჯერათ, რომ ფეჰლევს ირანში რეალური ლეგიტიმაცია ექნება.ამავე დროს, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ გალიბაფის კანდიდატურისადმიც.„გალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, თუმცა ამავე დროს პრინციპულად ერთგულია ისლამური წყობის შენარჩუნების,“ – ამბობს პოლიტიკოსთან საუბარში ირანის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, ალი ვაეზი.მოჰამად ბაგერ გალიბაფი ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005–2017 წლებში იყო თეირანის მერი. 2020 წლიდან კი იკავებს მეჯლისის, ირანის ერთპალატიანი პარლამენტის, თავმჯდომარის თანამდებობას.გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, რომ გალიბაფი მონაწილეობდა აშშ-თან მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დაგეგმილი დარტყმები ხუთი დღით გადადო. თეირანი მოლაპარაკებების ფაქტს უარყოფს.

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის უტიფარი და უწმაწური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავისი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა”- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა''- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს.

საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და  სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 1170 კოლოფი სიგარეტი, 2 სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის საბურავში, ასევე სალონში არსებულ წინა პანელისა და საწვავის ავზში მალულად ჰქონდათ განთავსებული.ორივე ფაქტის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას –...

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ბოლო სიახლეები