ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026

ზაზა შათირიშვილი: ბოლო ათწლეულში ევროპარლამენტი კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს – ევროპელ ხალხს ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი

დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები და დაფიქსირებული შედეგები გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. თავისთავად, ეს ინსტიტუცია არანაირი პოლიტიკური წონის და მნიშვნელობის მქონე არ არის, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში  დაკნინდა, უფრო სწორად კონკრეტულმა ძალებმა დააკნინეს მიზანმიმართულად, კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს, მაგრამ არჩევნების პროცესი ევროპელი ამომრჩევლისა და ზოგადპოლიტიკური განწყობების გასაგებად საუკეთესო მოვლენაა.
დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე მეტად ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დიდ სურათში ტენდენცია საკმაოდ დამაიმედებელია და ჩანს, რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე ევროპელმა საზოგადოებამ მეტ ნაკლებად გადაიაზრა მის წინაშე არსებული კატასტროფული პრობლემები, რაც უკვე კონკრეტულ ადამიანებს შეეხო. ფაქტია, რომ ევროპულმა საზოგადოებამ მათ ქვეყანასა და ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, ეკონომიკის სტაგნაციაზე, მიგრანტების კრიზისზე, გარედან მართულ პროცესებზე, გაჩაღებულ ომზე და მუდმივ რეგრესზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირებისა თუ ჯგუფების ძებნა/დასჯის ბუნებრივი ინსტინქტი აამუშავა.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ 3 – 4 წლის წინ აზრადაც კი ვერავინ გაივლებდა, რომ ხელისუფლებას მტკიცედ ჩაჭიდებული ფსევდოლიბერალური ძალები რყევს დაიწყებდნენ, ულტრამემარჯვენე პრაგმატიკოსებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ბელგიასა და ავსტრიაში, ანუ ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე დგას ევროკავშირი, ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა მმართველმა პარტიებმა სრული კრახი განიცადეს. უფრო მეტიც, მაკრონმა რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, ხოლო ბელგიის პრემიერმა ლეგიტიმაცია დაკარგა და გაადგა. ვინც ევროპულ პოლიტიკას კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ მსგავს ტექტონიკურ პოლიტიკურ ძვრებსა და ცვლილებებს ბებერ კონტინენტზე ძალიან იშვიათად შევხვდებით. თითქოს ექსცენტრული, მეამბოხე მაგრამ ამავე დროს უზომო კომფორტს მიჩვეული ევროპელი ამომრჩევლის ბუნება ასეთია – მაქსიმალურად მოერიდება ფუნდამენტურ ცვლილებებს იქამდე, სანამ არ შეხედავს, რომ მის თვალწინ ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა. ასეც მოხდა – ოდესღაც ყველასათვის სანატრელი და შესაშური ევროპისგან აღარაფერია დარჩენილი. ამერიკისგან მართულმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნომრიანმა აგენტურამ იმდენად ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულა ყველა დავალება, რომელიც ევროპის დასუსტებას და სუვერენიტეტის გაჩანაგებას გულისხმობდა, რომ დავალების შესრულების პროცესში თავადაც გაიფუჭეს საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ, ადენაუერის გერმანიას და შარლ დე გოლის საფრანგეთს დღეს შოლცი და მაკრონი მართავენ, რომელთა ასპარეზი ქვემსუბუქ პოლიტიკურ წონაშიც კი ვეღარ მოიძებნება.
ყველაზე საგულისხმო კი მაინც ვიოლა ფონ კრამონის უნებლიე აღიარება გახლდათ – ქართველებისთვის კარგად ცნობილმა ოდიოზურმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა – კამპანიის დროს ხალხი მეუბნებოდა, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ ამერიკაში და ჩვენს სპეცსამსახურებშიაო. იქვე დაიწუწუნა, როგორც ჩანს რაღაც ძალიან არასწორად გავაკეთეთო. მართალია, ვიოლა არასწორ მოქმედებებში საარჩევნო კამპანიის არასწორ დაგეგმვას, ან არასწორ პროპაგანდას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ბევრი რამ ძალიან არასწორად გააკეთეს და შესაბამისი პასუხიც მიიღეს ევროპელი საზოგადოებისგან. „შესაძლოა ადამიანთა მცირე ჯგუფი მოატყუო დიდი ხნით, ან ბევრი ადამიანი მოატყუო მცირე ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ“ – აბრაამ ლინკოლნის ეს შეგონება ყველაზე მეტად შეესაბამება დღევანდელ ევროპას.

ფსევდოლიბერალური პროპაგანდის უსაზღვრო შესაძლებლობებმა მართლაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქრისტიანულ საწყისებზე აღმოცენებულ ევროგაერთიანებას. ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ომები და ამ ომების შედეგად მიგრანტებისგან გადავსებული ევროკავშირი, იდენტობის გაქრობის რისკის ქვეშ მდგარი ქვეყნები, ეკონომიკური კრიზისი, თავსმოხვეული ლგბტ პროპაგანდა, რუსეთ – უკრაინის ომი და ამ ომში თითოეული ევროპელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი – ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ხალხის გამოღვიძების პროცესი დაიწყო.

გუშინ თვალს ვადევნებდი ქართველი უსამშობლოების შემართებადაკარგულ განცხადებებს, მართალია მემარჯვენე კონსერვატორული ძალების გაძლიერება შეინიშნება, მაგრამ ევროპარლამენტში უმრავლესობას კვლავ ევროპის სახალხო პარტია შეინარჩუნებსო, თავს იმშვიდებდნენ. როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციის ჭაობში ჩაძირულ ევროპულ პარლამენტში ვის ექნება უპირატესობა, აქ მთავარი პოლიტიკური ტენდენცია და ამომრჩევლის განწყობების გაზომვაა. განწყობა კი ერთ რამეზე მეტყველებს – ევროპელ ხალხს ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც არაფერს გარდა მათი ქვეყნებისთვის ზიანის მოტანისა არ აკეთებენ, 20 წლიანი კრიზისი და სტაგნაცია, მუხლებზე მდგარი მათი ქვეყანა და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ბევრი რამის გადააზრება და ცვლილებების პროცესის დაწყება.

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ შემობრუნების ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორ ვინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას, როგორ არ გავხვიეთ ჩვენი ქვეყანა დავალებისა და ზეწოლის მიუხედავად ომის ქარცეცხლში, როგორ არ ვეპუებით ფსევდოავტორიტეტების დავალებებსა თუ მუქარებს, როგორ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. სამაგალითოა სლოვაკეთისა და უნგრეთის ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია. ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის და ბოლოს და ბოლოს, ტყვიის გასროლის მიუხედავად, ეს ქვეყნებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ, საბოლოო ჯამში კი ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში, გამოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ბევრჯერ და ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მილიონობით ადამიანი უსმენს.

ღრმად მწამს, რომ ცვლილებების და შემობრუნების ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება და ევროპა საბოლოოდ დააღწევს თავს აგენტოკრატიას, ევროპულ ქვეყნებში ხალხი მათი ქვეყნების ინტერესების გამტარ პოლიტიკურ ძალებს აირჩევს და ევროგაერთიანებაც შეძლებს, დაიბრუნოს ძველი ღირსება. სწორედ ასეთ ევროკავშირშია საქართველოს ადგილი და მწამს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება.” – წერს ზაზა შათირიშვილი “ფეისბუკში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი: ის წმინდანია! ხელშეუხებელია! უკიდურესად ნაწამები დიდი დედოფალია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი ირანის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა:„ის წმინდანია! ხელშეუხებელია! უკიდურესად ნაწამები დიდი დედოფალია. ერთი დიდი წერტილი! არ გვჭირდება "კვლევა", გმადლობთ“, - წერს თეა წულუკიანი.ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს პასუხობს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. შესაბამის განცხადებას ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ივანიშვილის განცხადებით, მის და მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც მან საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატ დავით ასათიანს მიმართა.„მოგესალმებით, საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, - წერს ბერა ივანიშვილი.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული ორივე ენაზე გამოცემულიყო. ჩვენთვის ეს ინიციატივა მხოლოდ ორენოვანი სამეცნიერო გამოცემის შექმნას არ გულისხმობს. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. იგი ადასტურებს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას, აკადემიური ენის გაძლიერებას და ისეთი სამეცნიერო გარემოს შექმნას, სადაც ცოდნის წარმოება და გაზიარება მრავალენოვან, ინკლუზიურ და თანამედროვე აკადემიურ სივრცეშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება შეიძლება გახდეს საფუძველი ახალი აკადემიური თანამშრომლობისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული და აფხაზური სამეცნიერო ტერმინოლოგიის, სამეცნიერო კომუნიკაციისა და თანამედროვე ცოდნის განვითარების მიმართულებით. აკადემიური კულტურის გაძლიერებასა და ისეთი მომავლის შექმნაში, სადაც ენა არის მეცნიერების განვითარების ცოცხალი სივრცე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მეორე საერთაშორისო კონფერენციის - “საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები”, ფარგლებში ქართულ და აფხაზურ ენებზე კონფერენციის თეზისების კრებულის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ორენოვანი გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით, ვინაიდან კრებულში წარმოდგენილია 21 სამეცნიერო თემა, რომლებიც სახელმწიფო ენების თანამედროვე გამოწვევებს, მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ენობრივი რესურსების შექმნისა და გამოყენების საკითხებს აერთიანებს. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ და აფხაზურ ენებზე ჩატარდა და მისი თეზისების კრებულიც ორივე ენაზე გამოიცა. სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის თქმით, ორენოვანი კრებულის გამოცემა სახელმწიფო ენების სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან აკადემიურ მოვლენად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ქართული და აფხაზური ენები ერთიან სამეცნიერო სივრცეშია წარმოდგენილი არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ენობრივი იდენტობის მატარებლები, არამედ როგორც თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ინსტრუმენტები. „თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ენის კულტურული დაცვა სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მის ციფრულ არსებობას. ხელოვნური ინტელექტისსისტემების, დიდი ენობრივი მოდელების, ავტომატური თარგმნის, მეტყველების ამოცნობისა და სინთეზის, საძიებო სისტემებისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითოეული ენისთვის ახალი ტიპის რესურსების შექმნას მოითხოვს. ამდენად, ენის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა მისი წარმოდგენა ციფრულ და ტექნოლოგიურ სივრცეში. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული და აფხაზური ენებისთვის თანამედროვე ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების განვითარებაა. ინსტიტუტის კვლევითი მიმართულებები მოიცავს ბუნებრივი ენის დამუშავებას, ენობრივი რესურსების შექმნას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კონფერენციის ორენოვანი თეზისების კრებულის გამოცემა სწორედ ამ სამეცნიერო პროცესის მნიშვნელოვანი შედეგია. გამოცემა ქმნის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო ენებთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევები ხელმისაწვდომი იყოს როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ენებზე და ამავე დროს ხელს უწყობს სამეცნიერო ტერმინოლოგიის, ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას“, - აცხადებს კონსტანტინე ფხაკაძე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ორენოვანი თეზისების კრებულის გამოცემა აკადემიური გამოცდილებაა და, ამავე დროს, მკაფიო გზავნილი, რომ ქართული და აფხაზური ენები სამეცნიერო დიალოგისა და აკადემიური თანამშრომლობის სივრცეში უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სრულფასოვანი ენები. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიზე აცხადებს, ქართული და აფხაზური ენების სამეცნიერო სივრცეში განვითარება ნიშნავს მომავალ თაობებში ცოდნის შექმნისა და აკადემიური საქმიანობის შესაძლებლობების გაძლიერებას. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მისიას - შექმნას აკადემიური გარემო, სადაც მეცნიერება ქმნის ახალ ცოდნას, განათლება აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ხოლო აკადემიური თანამშრომლობა აძლიერებს სამეცნიერო კავშირებს და ხელს უწყობს საერთო სამეცნიერო სივრცის განვითარებას. ამასთან, უნივერსიტეტი საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს ქართული და აფხაზური ენების განვითარებას თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ენებად. კრებულში თავმოყრილი 21 სამეცნიერო თემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მრავალდისციპლინურ გარემოს, რომელშიც დღეს სახელმწიფო ენების საკითხები განიხილება. ენა თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება აღარ არის, იგი წარმოადგენს ციფრულ მონაცემს, ცოდნის საცავს, ტექნოლოგიური დამუშავების ობიექტს და ხელოვნური ინტელექტის სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ამ კონტექსტში ქართული და აფხაზური ენების ციფრულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია დაკავშირებულია ისეთი რესურსების განვითარებასთან, როგორიცაა ელექტრონული კორპუსები, ციფრული ლექსიკონები, ტერმინოლოგიური ბაზები, ენობრივი მონაცემთა ნაკრებები, ავტომატური თარგმნის სისტემები და ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიები. ამ საჭიროებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დასაფასებელია სახელმწიფოს ყურადღება დაზრუნვა ქართული და აფხაზური ენების განვითარებისა და თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში მათი დამკვიდრების მიმართ. სწორედ ამ ხედვისა და მხარდაჭერის შედეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ინსტიტუტის შექმნა, რისთვისაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით“, - აცხადებს დავით გურგენიძე. სტუ-ის ინფორმაციით, კრებულში შესულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტის, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრების: კონსტანტინე ფხაკაძის, შალვა მალიძის, დავით გეგიას, ბიძინა ლემონჟავას, ალექსანდრე მასხარაშვილის, გელა ლობჯანიძის, გოჩა ნანიტაშვილის, ლალი ტიბუას, ლია კურტანიძის, მერიჰან ჰაზემ ანვარ ლაბიბ ბიშარას, მერიუმ ჰაზემ ანვარ ლაბიბ ბიშარას, რატი სხირტლაძის, ლეილა ავიძბას, ნათია ფონიავას, მიხეილ რუხაიას, ნინო გეგენავას, ელენე ქუთათელაძის, მარიამ ქათამაშვილის, დემეტრე ლაბაძის, ლუკა ფხაკაძის, რიტა მარღანიას, ბიძინა ლემონჯავას, ბესიკ დუნდუას ნაშრომები, კერძოდ: „პიროლოგი: პროლოგის გაფართოება წესებზე დაფუძნებული გამოყვანით”; „ქართულ-აფხაზური დინამიკური ტერმინოლოგიური პორტალი: მიზნები, კონცეფცია, მეთოდები”; „ქართული და აფხაზური ენების სრული მათემატიკური შესწავლისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნები, გამოწვევები, შედეგები და რეკომენტაციები”; „ლოგიკის, ენის, ხელოვნური ინტელექტისა და ცოდნის ინჟინერიის სამსაფეხურიანი სასწავლო პროგრამის დაფუძნება-ამოქმედება, როგორც ჩვენი ინსტიტუტის ამეტაპობრივი მთავარი მიზანი”; „სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზეზები და უახლოესი მიზნები”; „ციფრული ეკონომიკის ტენდენციები და პერსპექტივები სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გაძლიერებაში“; „TSR ლოგიკის მეთოდების გამოყენება“; „არამკაფიო ლოგიკაზე დაფუძნებული ინტერპრეტირებადი მოდელი ქალაქის გარემოში ელექტრომაგნიტური რისკების შეფასებისთვის“; „დამაკავშირებელი თეორია და პრაქტიკა: მასშტაბირებადი ალბათური ILP რეალური სამყაროს ხელოვნური ინტელექტისთვის“; „ბაიესისეული დალაგებიდან არაკლასიფიცირებულ ალბათობამდე: სამეცნიერო გზა ადამიანის მსგავსი ხელოვნური ინტელექტისკენ“; „ციფრული ტექნოლოგიების როლი აფხაზური ენის სწავლების პროცესში“; „ურანგო ალბათური ლოგიკის გამოყენება ბუნებრივი ენის ორაზროვნების გაგებისთვის“; „აფხაზური მარტივი წინადადების პირველი მათემატიკური ანალიზი შალვა ფხაკაძის აღნიშვნათა თეორიისა და კონსტანტინე ფხაკაძის ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძველზე”; „ქართული ენის ლოგიკური გრამატიკა როგორც ქართული ენის ლოგიკის საფუძველი”; „ენის ფილოსოფოსთა თეორიების გამოყენება თარგმანის პრაქტიკაში”; „ხელოვნური ინტელექტის საკითხი დასავლური ფილოსოფიის ისტორიის გადმოსახედიდან”; „რეგულარული ენების გაწარმოება მსგავსების მიმართებით”; „დრონების ჯგუფის ფორმალური მოდელირება”; „ქართული თვითგანვითარებადი კორპუსი და მასში ჩადგმული ქართული ტექსტების მორფოლოგიურად, სინტაქსურად და ლოგიკურად მაანალიზებელი სისტემების მიმოხილვა”; „აფხაზური თვითგანვითარებადი კორპუსი დამასში ჩადგმული აფხაზური ორთოგრაფიული მართლწერის შემუშავების მიზნები და მეთოდები”.

“დიდი კატასტროფა ავიცილეთ, პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა” – რას ამბობს ისრაელელი მაღალჩინოსანი flydubai-ის რეისზე მომხდარ ინციდენტზე?

ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.აღნიშნული პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, მიმდინარეობს გამოძიება მეორე პილოტთან დაკავშირებით, რადგან მატულობს იმის ნიშნები, რომ მან თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება და მისი ჩამოგდება სცადა.„მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო.

ვინ არის ბიზნესლედი ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე ჩაანაცვლა

მაია ბი­თა­ძის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, მისი უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე პარ­ლა­მენ­ტში ბიზ­ნეს­მე­ნი ქე­თე­ვან ხუ­რო­ძე გახ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი პარ­ლა­მენ­ტის 79-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში 105-ე ნომ­რად მყო­ფი ხუ­რო­ძე ბიზ­ნეს­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. ის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია და თხი­ლის სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე სა­წარ­მოს წილ­საც ფლობს. შე­გახ­სე­ნებთ, მაია ბი­თა­ძე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად 15 სექ­ტემ­ბერს და­ნიშ­ნა. კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი კი თორ­ნი­კე ჭე­იშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

ბოლო სიახლეები