ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში “გოლდენ სტეიტმა” 44-ე გამარჯვება იზეიმა.
“უორიორსი” “ფინიქს”-ს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 129:83 დაამარცხა. “გოლდენის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ფინიქსელი ელფრიდ პეიტონი გახდა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. გამარჯვებულების რიგებში კი 22 ქულით საუკეთესო სტევ კარი იყო.
გათამაშების მოქმედი ჩემპიონი მორიგ შეხვედრას 15 თებერვალს “პორტლენდთან” გამართავს