სამშაბათი, ივნისი 10, 2025

ზაზა გვიმრაძე – ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ, შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში, ყუთებში იარაღი იყო, ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ და იარაღი დაეწყოთ, თითქოს აჯანყებას ვაწყობდით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზაზა გვიმრაძემ გაიხსენა, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ.

„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე, მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. ვინ არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს-ებით“ იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს. მამებმა უთხრეს სპეცრაზმელებს, რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათო. პირდაპირ ეუბნებოდნენ მამაოებს, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

ამასთან, ზაზა გვიმრაძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა თავისი, ასევე თავისი თანმხლები პირების ყინწვისის მონასტერთან დაკავება და ქარელის სასამართლოში გადაყვანის პროცესი.

„დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმებით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში. ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი, რატომ გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დიდხანს მოუნდნენ ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, რადგან ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ – ეს მოქმედებს ჩემზე, რადგან ვიცი, რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. 2008 წელს რაც გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. სამშობლოს ღალატია, რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

ზაზა გვიმრაძემ ასევე ოფიცრის ოთახში ყოფნის ეპიზოდი გაიხსენა.

„ყველაფერზე მცემდნენ. ბიძინა ივანიშვილი როცა ჩაერთო პოლიტიკაში, მაშინ კიდევ უფრო გააძლიერეს ცემა. შემდეგ გვეუბნებოდნენ, ოჯახს დაურეკეთ, არჩევნები რომ იყო, უთხარითო. მე რომ ვურეკავდი, ვეუბნებოდი ყველა გააფრთხილეთ, წავიდნენ, „ქართული ოცნება“ შემოხაზონ-მეთქი. ამაზე კიდევ გცემდნენ. ვუთხარი, რისი იმედი გაქვთ-მეთქი – ჯერ 17 სექტემბერი არ იყო მოსული. მაშინ აიჭრნენ, ის კადრები რომ გავრცელდა. ერთხელ შემიყვანეს ოფიცრის ოთახში და ხელები დამაწყობინეს. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე და ორივემ ერთობლივად მოიქნია მუხლი და ჩამარტყეს. სუნთქვა გადამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, თავი დავარტყი. ზემოდან მადგას ოფიცერი, ჯვარზე, თავზე მაფურთხებს და თავის ბინძურ ფეხს მისვამს თავზე“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იხილეთ-რამდენიმე საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.

ვახუშტი მენაბდე – ოპოზიციის დიდი ნაწილი რჩება პერსონალურ კინკლაობაში – გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია, ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია

ოპოზიციას ერთობლივად უნდა ემსჯელა არჩევნებთან დაკავშირებით, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა - არჩევნების თარიღი ცნობილი იყო და ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით ხედვა უნდა ჰქონოდა,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.ვახუშტი მენაბდის თქმით, ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაიღო სათანადო ძალისხმევა, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოეტანა საკითხები, რაც დემოკრატიას ემუქრებოდა და ახლა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ პერსონალურ კინკლაობაში რჩება.„ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რომ დემოკრატიის ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების დემოკრატიული უფლებების რეალიზებას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც ვუყურებთ, დიდი ნაწილი რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამ საკითხების პოლიტიზებას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც „გაჭედილია“ და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას, რეჟიმის შესახებ კრიტიკა კი გამქრალია.„მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია თვეების წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები. უნდა ეთქვათ, რომ აი, ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. არ ვამბობ, რომ პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება – რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე

 „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე ნგრევა მოხდება.ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

🎥„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს…“ – ცოტნე ანანიძე

„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ვოლსკი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე: რომელი სახელმწიფო დაუშვებს, რომ თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული ადამიანი გაატაროს სასაზღვრო კონტროლზე? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი?

"ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის შესახებაც დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, რადგან არცერთი სახელმწიფო არ გაატარებს გატაცებულ და ნაცემ ადამიანს სასაზღვრო კონტროლზე."ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს, მითუმეტეს იმ რესურსით, რომელიც მან დააგროვა ამ ხნის განმავლობაში, როგორ დაუშვებს, რომ მოტაცებული ადამიანი, - თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული გაატაროს ერთ კონტროლზე, მეორე კონტროლზე და სასაზღვრო კონტროლზე? განუკითხაობაა? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი? სახელმწიფოზე ლაპარაკობს, კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოზე ლაპარაკობს. თუკი ასეთი მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის ის სახელმწიფო, რაში დასჭირდებოდა ამ მასკარადის მოწყობა? აიღებდა და პირდაპირ გადასცემდა დამნაშავეს. მე, მაგალითად, ეჭვი არ მეპარება , მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თვითონ ფაქტები, რომელზეც თავადვე ლაპარაკობს, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული მართლაც სერიოზულია," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ბოლო სიახლეები