სამშაბათი, ივლისი 7, 2026

ზაზა გაბუნია პრემიერის დღევანდელ ინიციატივას მცირემეწარმეობის შესახებ მიესალმება

,,პრემიერის დღევანდელი ინიციატივა მცირემეწარმეობის შესახებ არის საქმიანი პასუხი კითხვაზე – რა კეთდება დასაქმების ადგილების შესაქმნელად მინდა მივესალმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მეწარმეობის განვითარების და მეწარმეების ინტერესების გათვალისიწნებით გაკეთებულ განცხადებას, რადგან მეწარმეების ინტერესები ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ინტერესებს, ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, გაუჩნდეთ ახალი დასაქმების ადგილები, მათი ოჯახებისთვის ახალი შემოსავლები, რისი ძალიან ძლიერი წინაპირობაა ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა რაზეც პრემიერმა დღეს ისაუბრა. მცირემეწარმეობის შესახებ გაცხადებული ეს პოლიტიკა არის საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული პასუხი კითხვაზე – რა კეთდება დასაქმების ადგილების შესაქმნელად ქვეყანაში, ეს მიდგომა მოიტანს ბევრ ახალ დასაქმების ადგილს”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ „სადახლოს” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი.აღმოჩენილი საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს კუთვნილ ბარგში მალულად ჰქონდათ მოთავსებული. დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 002 ლარი შეადგინა.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში 21 002 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.მისი შეფასებით, კომიკურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპლიკაციებით აანონსებს ხელისუფლების ხელში აღებას.„ვხედავთ, რომ კარგი პროცესია ზოგადად. ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე დღის წინ თუნდაც, აპლიკაციის პრეზენტაცია რომ ჰქონდათ. აპლიკაციით რომ უნდათ ხელისუფლების ხელში აღება, ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 კვადრატულ ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი – შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც, მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ

შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც, რაც უკვე ერთხელ თითქმის გამოგივიდათ, მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ. განსხვავებით ზვიადისგან, მე დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დამცალდა საქართველოს წარმატების ისტორიული პრეცედენტის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ იტანს მას „თვითგამოცხადებული ქართული „ელიტა“ დღემდე“, წარსულში უნდა ჩავიხედოთ.„ეს მნიშვნელოვანია! რატომ ვერ მიტანს თვითგამოცხადებული ქართული „ელიტა“ დღემდე მე, რატომ ებრძოდნენ საპროტესტო აქციებზე ჩემს პლაკატებს, ზოგადად ჩემს სახელს და რატომ უნდათ ასე ძლიერ დღეს ჩემი ხმის ჩახშობა, ქვეყნიდან გაძევება და საერთოდ აღიზიანებთ ჩემი არსებობა?ეს რომ გავიგოთ, წარსულში უნდა ჩავიხედოთ. საქართველოს დაპყრობის შემდეგ მე-19 საუკუნეში რუსები ეგრევე მიხვდნენ, რომ ქართველებს, მხოლოდ ბრუტალური ძალით ვერ გააკონტროლებდნენ, ამიტომაც მიატარეს ქართულ არისტოკრატიას ბევრი ფული და ჩინ მედლები და მათი მეშვებოდით არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი სამხრეთ და ჩრდილო კავკასია აიყვანეს კონტროლ ქვეშ. პრაქტიკულად მათ გამოზარდეს კოლონიური ქართული ელიტა, უსაქმური, გატყლარჭული, მაგრამ მორჩილი  და სუფრის პატრიოტიზმით შემოფარგლული. ეს ამბავი გაგრძელდა საბჭოთა კავშირშიც.მე გავიზარდე ოთხ-თაობიან და ძალიან მშრომელ ოჯახში და ბავშვობიდან ვერ ვიტანდი თბილისის „სცევკი“ შემადგენლობას. ძალიან საშუალო ნიჭის ან საერთოდ უნიჭო მუქთახორა არსებებს, რომლებსაც რატომღაც მუდმივად ჰქონდათ პრივილეგიები, სხვა მშრომელი ადამიანების ხარჯზე.ეს იყო ჩაკეტილი წრე, რომელსაც უყვარდა ერთმანეთში რუსულად საუბარი და ყველა დანარჩენს ზემოდან ქვემოთ უყურებდა. რატომღაც მათ ჰქონდათ ყოველთვის ფული, ჰყავდათ კარგი მანქანები, ეცვათ სხვებზე უკეთესად, დადიოდნენ უცხოეთის „პაეზდკებში“, მათი შვილები ხვდებოდნენ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე და კომუნისტური ნომენკლატურაც მათ პატივისცემით ეკიდებოდა.შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც მოიყვანა ბევრი არაელიტური ადამიანი ხელისუფლებაში და ღიად დაუპირისპირდა „ელიტას“. ეს უკანასკნელიც უმალ აჯანყდა (როგორც შევარდნაძემ მოგვიანებით თქვა „ინტელიგენციამ ავტომატი აიღო ხელში“) და სისხლიანი გზით დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება.საქართველო ჩაეშვა წყვდიადში, სამაგიეროდ შევარდნაძემ ისევ აგრძნობინა მათ თავი გამორჩეულად. ასე მაგალითად, დენი არ იყო, მაგრამ მათ ისიც უხაროდათ, რომ მხოლოდ მათ ედგათ გენერატორი.შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია. ის მოახდინა პროვინციებიდან ჩამოსულმა, უბრალო, მშრომელმა, განათლებულმა ხალხმა, ვერა-ვაკის „სვეცკი სასტავი“ მხოლოდ რევოლუციის გამარჯვების დღეს მოვიდა მიტინგზე და მოვიდა ვარდების ხელისუფლება.ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ მერიტოკრატია – ე.ი. ადამიანის წარმატება ნიჭის, შრომის, დამსახურებების და არა წარმომავლობის და ნათესაური კლანური კავშირების მიხედვით ჩემი მინისტრების უმეტესი ნაწილი სოფლიდან ჩამოსული ან დევნილი და კარგი განათლება მიღებული ხალხი იყო“, – წერს სააკაშვილი.სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიღწევები სწორედ ამ უახლოეს მომავალში წარმოჩნდება პროგრესის დაბრუნებასთან ერთად, რადგან „საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ“.„მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ, ნებისმიერ ქართველს შეეძლო, თუ მას მიიღებდნენ კარგ უცხოურ უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაფინანსების მიღება. უმაღლესში ჩაბარება მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდით, რომლის ინიციატორი იყო სოფელ ნარაზენიდან ჩამოსული კახა ლომაია, რამაც ძალიან გაანაწყენა ძველი „ელიტა“, რომლის დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩამჯდარი მექრთამეებისგან შედგებოდა.სრულიად ახალმა ხალხმა დაიწყო წარმატების მიღწევა ბიზნესში, განათლებაში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში. ამან ეგრევე ააჯანყა კოლექტიური რობერტ სტურუები. ხაინდრავები და ნიკუშა შენგელიები. შედგა მათი ალიანსი პატარკაციშვილთან, გაგდებულ პოლიციელებთან და მებაჟეებთან, ქრთამის გარეშე დარჩენილ ლექტორებთან. თავიდან მათი ლოზუნგი იყო „დაგვიბრუნეთ ღირსება“, შემდეგ კი კონკრეტულ გამონაკლის ფაქტებზე დაფუძნებით, ადამიანის უფლებების დაცვა.სინამდვილეში, როგორც დღეს უკვე საბოლოოდ დადასტურდა, მათ საერთოდ არ ანაღვლებთ ადამიანის უფლებები. მათთვის პრობლემა იყო მათივე პრივილეგიების გაუქმება და სხვებთან გათანაბრება. ხოდა ამ ხალხმა მოაწყო 2007 წლის ნოემბერი, როცა მე გადავდექი და შემდეგ უბრალო ხალხის – თბილისის გარეუბნების და რეგიონების ხმებით დავბრუნდი ხელისუფლებაში.ამ ხალხმა მოიყვანა საკუთარი კალმისტრებით ივანიშვილი, რომელიც ჩემგან განსხვავებით (მე თბილისის ცენტრში დავიბადე და გავიზარდე) ძალიან შორს იყო მათგან სოციალურად, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის უფრო აწყობდათ და ახლა ვართ სრულ ჭაობში, მაგრამ სტურუებმა და ნიკუშა შენგელიებმა ამ ჭაობში „გახოდეს“ ბიძინასთან და უკიდურესად კმაყოფილები არიან.ერთადერთი ისევ მე ვაღიზიანებ ჩემი აქტიურობით, ჩართვებით სასამართლოდან და სვამენ კითხვებს ლალი მაროშკინების და „სვეცკების“ პირით – კი მაგრამ რით ვეღარ გააჩუმეს ეს სააკაშვილი, რით ვერ ამოუქოლეთ „საინფორმაციო ღრუ“?მე მათთვის ცუდი ამბავი მაქვს, შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც (რაც უკვე ერთხელ თითქმის გამოგივიდათ), მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ. განსხვავებით ზვიადისგან, მე დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დამცალდა საქართველოს წარმატების ისტორიული პრეცედენტის შექმნა. ამას წამოჰყვა სრულიად სხვა მენტალობის ახალი თაობა, რომლებიც თავისუფალია ძველი კლიშეებისგან და რომელთაც მოსწონთ დამოუკიდებელი, წარმატებული ქართული სახელმწიფოს და მერიტოკრატიის იდეა, მათთვის სრულიად უცხოა კორუფცია და „ქართულ-ჯიგრული პონტი“.ჩემი ძირითადი მემკვიდრეობაც არის არა შუქი გზები, ახალი ქალაქები, არამედ სწორედ ეს ახალგაზრდული მენტალური გარღვევა მომავლისკენ და ჩემი მთავარი მიღწევები სწორედ ამ უახლოეს მომავალში წარმოჩნდება, პროგრესის დაბრუნებასთან ერთად, ვინაიდან ზუსტად ვიცი – საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!“ – წერს სააკაშვილი.

ევროპის კულისებს მიღმა: ევროკავშირი – დიდი პარადოქსი

თუმცა ამ ანალიზში მეორე კადრიც არსებობს და ის სრულიად განსხვავებულ ამბავს გვაუწყებს – გული, თურმე, ისევ ფეთქავს, თანაც საკმაოდ კარგად. ევროკავშირი „შფოთვებით აღსავსე მსოფლიოში სტაბილურობის კუნძულად“ ასე ბევრ ევროპელს 2018 წლის შემდეგ არ მიუჩნევია. მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოს მიმართ შიში ევროპელებს უფრო ევროპელებად აქცევს.თუ საკითხს სიღრმისეულად შევხედავთ, ეს შეფასება გასაკვირი სულაც არ არის. ევროპა ომის შიშისგან იშვა და მშვიდობის დაპირებაზე აშენდა. როდესაც მსოფლიო კვლავ საშიში ხდება, მოქალაქეები ამ საწყის დაპირებას ინსტინქტურად უბრუნდებიან. ევროპა, როგორც თავშესაფარი მოქალაქეები ევროკავშირისგან დაცვას ელიან. მათი სურვილია, რომ ევროკავშირმა ერთ ხმაში ისაუბროს და მეტი სამოქმედო რესურსი ჰქონდეს.თუმცა, მაშინ როცა მოქალაქეები ხელისუფლებებს „მეტი ევროპისკენ“ მოუწოდებენ, თავად მთავრობები გადასახდელ თანხაზე ვაჭრობენ. მომავალი ბიუჯეტისთვის, რომელიც 2028 წლიდან 2034 წლამდე პერიოდს მოიცავს, მაგიდაზე ორი ტრილიონი ევრო დევს და დედაქალაქებმა უკვე მოიმარჯვეს „ცული“ ხარჯების შესაკვეცად. უფრო ამბიციური ევროპა ყველას სურს, ოღონდ იმ პირობით, თუ ხარჯებს მეზობელი ქვეყნები დაფარავენ.იგივე ვითარებაა საერთაშორისო ასპარეზზეც. მოქალაქეები ითხოვენ ევროპას, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დაცვა შეუძლია. ამ საკითხში წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთს ეხება. ოცდაშვიდი წევრი ქვეყანა კვლავ ვერ თანხმდება ისრაელთან ასოცირების შეთანხმების თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებაზე. ისინი ასევე გაყოფილნი არიან ისრაელის დასახლებებიდან შემოსული პროდუქციის წინააღმდეგ სანქციების საკითხშიც. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ისრაელმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია.პაციენტები ძლიერ ევროპას ითხოვენ, ექიმები კი მკურნალობის კურსზე კვლავ ვერ თანხმდებიან. დიდი პარადოქსი ეს არ არის ერთადერთი პარადოქსი ამ კვლევაში.ევროკავშირისადმი ევროპელების მხარდაჭერა ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა და, ამის მიუხედავად, ევროსკეპტიკური პარტიები პოზიციებს მაინც იმყარებენ. ერთი შეხედვით, ეს დამაბნეველია. რეალურად კი, ეს აღარ არის ძველი ფორმისა და შინაარსის დებატები, რადგან ულტრამემარჯვენეებმა მიდგომა შეცვალეს. მარინ ლე პენის „ფრექსიტი“ (Frexit) და ხეერტ ვილდერსის „ნექსიტი“ (Nexit) წარსულს ჩაბარდა. ეს სლოგანები გაქრა, რადგან ისინი საზოგადოებას აშინებდა. ახალი მიზანი უფრო ფარული და დახვეწილია: საუბარი აღარ არის ევროკავშირიდან გასვლაზე, ამის ნაცვლად, აქცენტი მისი სტრუქტურის შეცვლაზე კეთდება – ულტრამემარჯვენეებს ევროპის შიგნიდან ტრანსფორმაცია სურთ.როდესაც საქმე იმიგრაციას ეხება, ეს სტრატეგია ამართლებს. ულტრამემარჯვენეებმა გაიტანეს მკაცრი პოზიცია, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, დღეს კი დომინანტურ ხაზად არის ქცეული. ევროპა იქცა სათამაშო მოედნად მათთვის, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ მისგან დისტანცირება სურდა. რას გვეუბნება „ევრობარომეტრი“ „ევრობარომეტრის“ ეს ბოლო ანგარიში, მთლიანობაში, შესაძლოა, სიყვარულის ისტორიასაც გვიყვებოდეს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც თანაბრადაა დაფუძნებული როგორც შიშზე, ისე ნდობაზე. ეროვნული საზღვრების მიღმა არსებული საფრთხეების წინაშე მოქალაქეები ევროკავშირისგან ელიან დაცვას, რომელსაც ცალკე აღებული ვერცერთი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვეღარ უზრუნველყოფს. ეს ევროპისთვის ისტორიული შესაძლებლობაა.თუმცა, ეს ხაფანგიც არის: რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო სასტიკი იქნება იმედგაცრუება, თუ ევროპა ამ მოლოდინს ვერ გაამართლებს. სიყვარულის ისტორია შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს ტრაგედიად, რომლის დროსაც ულტრამემარჯვენეებს, ახალი ამომრჩევლების მოსაზიდად, საკუთარი ევროსკეპტიციზმის შენიღბვაც კი აღარ დასჭირდებათ. სტატიის ავტორი: ოლივერ ჰანრიონი, ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF (Radio-télévisionbelgedelaCommunauté française)ფოტოს ავტორი: ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF)  თავდაპირველად გამოქვეყნდა: 5 ივლისი 2026, 10:36 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი მუსტაფა თურქერი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, უმასპინძლა.“შეხვედრის ფარგლებში ელჩმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სივრცე დაათვალიერა და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პროფესიული განათლების პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, ასევე სხვა ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პროფესიული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები