დარწმუნებული ვარ ბორჯომის საკრებულოს წევრები საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის რეგონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს. ზაზა გაბუნია: “ბოიკოტი წარმომადგენლობითი ორგანოსთვის დამახასიათებელია. იმავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები საკუთარ გადაწყვეტილებებში ამოვლენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და იმსჯელებენ კომპრომისის მისაღწევად”
ზაზა გაბუნია – დარწმუნებული ვარ ბორჯომის საკრებულოს წევრები საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ
ეტლით ფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა პიზის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო დაპირისპირება კი პოლონელ კინგა დროჟთან 9:15 დათმო და პიზის მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავიდა.
პიზის მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვა – 8 ნოემბერს ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ოქროს მედლის მფლობელი ფახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 2.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა 10:31 საათზე დაფიქსირდა.
2025 წლის „გრემის” ნომინანტები ცნობილია
2025 წლის მუსიკალური დაჯილდოება "გრემის" ნომინანტები ცნობილია.
Beyoncé, Taylor Swift, Billie Eilish, Charli XCX, Kendrick Lamar and Chappell Roan, 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე მთავარ პირზს მოიპოვებენ.
პრიზები, 2 თებერვალს ვარსკვლავებით მოჭედილი ცერემონიაზე გადაეცემათ.
წლის ალბომი
André 3000 - New Blue Sun
Beyoncé - Cowboy Carter
Sabrina Carpenter - Short n’ Sweet
Charli XCX - Brat
Jacob Collier - Djesse Vol 4
Billie Eilish - Hit Me Hard and Soft
Chappell Roan - The Rise and Fall of a Midwest Princess
Taylor Swift - The Tortured Poets Department
Record of the year
The Beatles - Now And Then
Beyoncé - Texas Hold ’Em
Sabrina Carpenter - Espresso
Charli XCX - 360
Billie Eilish - Birds of a Feather
Kendrick Lamar - Not Like Us
Chappell Roan - Good Luck, Babe!
Taylor Swift ft Post Malone - Fortnight
Song of the year
Beyoncé - Texas Hold "Em
Sabrina Carpnter - Please Please Please
Billie Eilish - Birds Of A Feather
Lady Gaga & Bruno Mars - Die With a Smile
Kendrick Lamar - Not Like Us
Chappel Roan - Good Luck, Babe!
Shaboozey - A Bar Song (Tipsy)
Taylor Swift ft Post Malone - Fortnight
Best new artist
Benson Boone
Sabrina Carpenter
Doechii
Khruangbin
Raye
Chappell Roan
Shaboozey
Teddy Swims
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი
Sabrina Carpenter - Short n’ Sweet
Billie Eilish - Hit Me Hard And Soft
Ariana Grande - Eternal Sunshine
Chappell Roan - The Rise and Fall of a Midwest Princess
Taylor Swift - The Tortured Poets Department
Best pop solo performance
Beyoncé - Bodyguard
Sabrina Carpenter - Espresso
Charli XCX - Apple
Billie Eilish - Birds of a Feather
Chappell Roan - Good Luck, Babe!
Best pop duo/group performance
Gracie Abrams ft Taylor Swift - Us
Beyoncé ft Post Malone - Levii’s Jeans
Charli XCX & Billie Eilish - Guess
Ariana Grande, Brandy & Monica - The Boy Is Mine
Lady Gaga & Bruno Mars - Die With A Smile
Best dance/electronic recording
Disclosure - She’s Gone, Dance On
Four Tet - Loved
Fred Again & Baby Keem - Leavemealone
Justice & Tame Impala - Neverender
Kaytranada ft Childish Gambino - Witchy
Best dance/electronic album
Charli XCX - Brat
Four Tet - Three
Justice - Brat
Kaytranada - Timeless
Zedd - Telos
Best dance pop recording
Madison Beer - Make You Mine
Charli XCX - Von Dutch
Billie Eilish - L’Amour De Ma Vie
Ariana Grande - Yes, and?
Troye Sivan - Got Me Started
ADVERTISEMENT
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, მოსწავლეთა გუნდების მიერ, შესრულებული ექვსი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“, ფინალისტია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამარჯვებულებს, ხვალ, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოავლენს. ერთი დღით ადრე კი, სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრში ექვსივე ჯგუფის მოსწავლეები, მენტორებთან ერთად, ბოლო ექსპერიმენტებს ატარებენ. ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია გაეცნენ.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა გუნდები ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი” და უმეტეს შემთხვევაში საპრიზო ადგილებზე გადიან. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, ფინალში გასული პროექტებია: SMART ლიფტი - ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით (მოსწავლეთა გუნდი: ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); მდინარეების მონიტორინგის სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); მებაღე რობოტი (მოსწავლეთა ჯგუფი: დავით ვახტანგაძე, ლადო ადამია, მარიამ ვახტანგაძე); წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი (მოსწავლეთა გუნდი: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია და ანა სალდაძე) და ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა (მოსწავლეთა გუნდი: გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე).
„კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და იგი ხორციელდება ორი - სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა. ამ კონკურსში მონაწილეობა თითოეული გუნდისთვის დიდი პატივია, ფინალში გასვლა კი, უკვე გამარჯვებაა, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეები, ტრადიციულად საპრიზო ადგილებზე გავლენ. წარმატებებს ვუსურვებ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის ექვსივე გუნდს, რომელთა უმრავლესობა STEM აკადემიის მოსწავლეებიც არიან, ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით სონღულაშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს, კონკურსის მონაწილე გუნდების ერთ-ერთ მენტორს უტა კილასონიას”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ფინალისტი ჯგუფის წევრმა ვახტანგ მგელაძემ (SMART ლიფტი - ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა) საკუთარ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიფტი შშმ პირებზეა მორგებული და უბედური შემთხვევის პრევენციაზეა გათვლილი.
„ლიფტი ასრულებს მგზავრის ხმოვან ბრძანებას და აჰყავს მითითებულ სართულზე. ჩვენ განვაახლეთ საევაკუაციო გეგმა, რომელიც შშმ პირებზეა ადაპტირებული. ვთქვათ, ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის, ან გაითიშა ელექტროენერგია, ან ხანძარი გაჩნდა, ავტომატურად ირთვება ალტერნატიული ენერგია, რომელსაც ლიფტი აჰყავს ახლო სართულთან და ავტომატურად იხსნება კარი”.- განაცხადა ვახტანგ მგელაძემ.
ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემაზე ისაუბრა ფინალისტი ჯგუფის წევრმა ანდრია კოსტავამ (მდინარეების მონიტორინგის სისტემა).
„შევქმენით ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდება მდინარეში, გარკვეული ინტერვალებით. როდესაც წყლის დონე იმატებს, ავტომატურად იკვრება წრედი, ინფორმაცია გადაეცემა და ეკრანზე გამოდის მონაცემები. ასევე, გვაქვს აპლიკაცია გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას მომენტალურად უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ჩვენი მოწყობილობა იძლევა წყლის დონის მუდმივი კონტროლის საშუალებას და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას”.- განაცხადა კოსტავამ.
კიდევ ერთი პროექტის ავტორმა მარიამ ვახტანგაძემ მებაღე რობოტის ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება.
„რობოტი უვლის მცენარეებს, თუმცა აქამდე არსებულისგან ძალიან განსხვავებული მოდელია. რობოტი ინდივიდუალურად უვლის ნარგავებს. ანუ, მას გამოიძახებს მცენარე, რომელსაც სჭირდება, ვთქვათ, წყალი. მცენარე, ხელსაწყოს მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის რობოტს, რომელიც პოულობს მას და წყლის იმ დოზას აწვდის, რაც მცენარეს სჭირდება. ასევე, მცენარეს და რობოტს ერთმანეთთან დიალოგი აქვთ, საუბრობენ”. - განაცხადა მარიამ ვახტანგაძემ.
ერთ-ერთი ფინალისტი პროექტი ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.
„იდეა ჩვენი გუნდის წევრის, იაკობ ავთანდილაშვილისაა. ჩვენი მოდელი მაგრდება ქვევრის თავზე, ღვინოსთან შეხება არ აქვს. მისი საშუალებით ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე, დისტანციურადაა შესაძლებელი ღვინოში მიმდინარე პროცესის გაკონტროლება. ქვევრებისთვის მსგავსი მოწყობილობა არ არსებობს, ეს სიახლეა”.- განაცხადა ნიკოლოზ კარბელაშვილმა.
ანა დოლიძე – მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეული ვართ ჩვენ
მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეული ვართ ჩვენ, პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ აქციაზე გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით.
„ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომელთა ძალიან დიდი შემადგენლობა თბილისში იქნება ორშაბათს, მუდმივად უნდა ხედავდნენ, რომ აქ არის უკმაყოფილება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დადგა. ადრე თუ გვიან, ეს შედეგს მოიტანს. ესენი არიან კორუმპირებულები, ჩაჭიდებული არიან საკუთარი ცხოვრების სტილზე და მათ არ სურთ დათმონ მილიონები. ესენი არ არიან ლეგიტიმურები, არჩეული ვართ ჩვენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად“, – განაცხადა დოლიძემ.