ჩვენ ველოდებით მორიგი რაუნდის ჩანიშვნას, მზად ვართ სასაუბროდ. მთავარია, რომ ხელისუფლება მოვიდეს რაციონალური წინადადებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიცია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და თუ იქ სხვადასხვა პარტიიდან 2 ან 5 კაცი შევიდა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს მრავალპარტიულ პარლამენტს. ჩვენ ველოდებით მორიგი რაუნდის ჩანიშვნას, მზად ვართ სასაუბროდ. მთავარია, რომ ხელისუფლება მოვიდეს რაციონალური წინადადებით. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.