ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებას „საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე” და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე“.

„დამნახავი – დაინახავს… გამგონი – გაიგონებს… ასეთია გონიერი ევროპა ,,როთების” საპირწონედ. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს მკვიდრთა ოცნების ასრულებას. ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე” და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იქნება თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი, ამით არაფერი არ შეიცვლება. როგორც იონათამიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს კიდევე ერთხელ გადააგდებენ. "თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟის ენით სახელმწიფოსთან საუბარი რაიმე სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება. რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თითქოს, იყვნენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ რით გამოირჩეოდნენ და რა გააკეთეს? ოფიციალურად, პარლამენტის წევრებად იყვნენ გაფორმებულები - რაიმე დებატებში მიიღეს მონაწილეობა, საკითხების განხილვის დროს ჰქონდათ საკუთარი აზრი და ინიციატივები, საპარლამენტო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი? კოვიდი იყო, ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული და დარბაზში ვერცერთი ოპოზიციური სპექტრი ვერ ვნახეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე დაიბარეს, იმ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრნენ. აქედანაც ჩანს, რომ ისინი იქნებიან თუ არა, ამით არაფერი შეიცვალა. უბრალოდ, ერთი ის გავიგეთ, რომ რეალურად პუფები აღმოჩნდნენ. პუფები შემოვლენ თუ არა პარლამენტში დემოკრატიულ პრინციპზე რამენაირად აისახება?! რა თქმა უნდა, არა. ჩვენთვის მთავარი არის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს პარლამენტი, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები. ის პრინციპები, რაც დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის არის აუცილებელი და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. ერთადერთი რამ იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ საქართველოს პარლამენტში - კიდევ ერთხელ გადააგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის არის, კარგად დაფიქრდნენ იმსახურებს თუ არა ასეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციაზე და ტყუილზე აგებს საკუთარ საქმიანობას, არა თუ საქართველოს პარლამენტში იყოს, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში იყოს თუ არა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს, რომ თუ არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე, როგორც სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე ევროპელი ლიდერები დიდი ხანია, საუბრობენ, მათ შორის, ეს პირდაპირ მიბმული იყო არჩევნებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, დაცული იყო თუ არა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპები. ახლა ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ იყო დაცული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპი და მათ შორის, ჩვენი საჩივარი, რომელიც ცესკო-ს გაეგზავნა 29 ოქტომბერს, ადასტურებს, რომ დარღვეული იყო ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ფარულობის პრინციპი. შესაბამისად, ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება, სადაც დარღვეული იყო ფუნდამენტური პრინციპი და არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე, როგორც სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე და იმედია, ამას გააცნობიერებს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ივანიშვილი, რომელსაც გვერდში უდგანან რუსული სპეცსამსახურები და მიიღებს საყოველთაო მოთხოვნას არჩევნების შედეგების გაუქმებასთან და ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რატი იონათამიშვილი: თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში

"სინამდვილე რა არის? - თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერის“ ეთერში არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. რატი იონათამიშვილის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ცესკოს მონაცემებზე აისახა. “მთელ ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც რადიკალური ოპოზიცია ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის დეტალურ დონეზეც, ისეთ დონეზე რომ მასალაც კი დაკვირვების ქვეშ იყო რა მასალაზეც იბეჭდებოდა ბიულეტენი. უკვე ჩატარებული იყო საპილოტე დონეზე არაერთი ელექტრონული არჩევნები, მსგავს საკითხებზე მაშინ არაფერი უთქვამთ, აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნური. მითუმეტეს არსებობს წინასაარჩევნო შეფასებები მათ შორის, ეუთო/ოდირის. სადმე ეს საკითხი წინასაარჩევნო შეფასებაში ჩანს? წერია?- არა. სინამდვილე რა არის? - თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის Kingston Technology-ს წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს კომპიუტერული მეხსიერებების მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, მასტერკლასს, რომელიც უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე და ლაბორატორიული კომპლექსის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას შეფასებით, Kingston Technology-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის მრავალმხრივ საინტერესო და ინფორმაციული იყო. „ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology ერთ-ერთია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც აწარმოებს და ავითარებს კომპიუტერულ მეხსიერებათა ინოვაციურ პროდუქტებს. მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებმა Kingston Technology-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს აქტუალური ინფორმაცია კომპიუტერული მოწყობილობების და ფლეშ მეხსიერების, მათი ტიპებისა და გამოყენების საჭიროებების თაობაზე, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ოპერატიული მეხსიერების განვითარების ისტორიიდან. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ კომპიუტერული მოწყობილობების გაძლიერების და მეხსიერებით აღჭურვის პრაქტიკულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston-მა ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა ოპერატიული და სწრაფი SSD მეხსიერებები, რომელთა მეშვეობით რამდენიმე სასწავლო კომპიუტერი გაძლიერდა“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ. სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ჩხაიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ასევე ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციის გასააქტიურებლად. „ეს პირველი მასტერკლასი იყო „კინგსტონისგან“, რაც, ვფიქრობთ, მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საწინდარია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოქმედ სხვა მსხვილ კომპანიებთანაც გაგრძელდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასტერკლასის პროცესში სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დამყარებული უშუალო კომუნიკაცია ზრდის ახალგაზრდების ინტერესს, მოტივაციას და პროფესიულ ცოდნას“, - აღნიშნა მარიამ ჩხაიძემ. სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston Technology-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის სახალისო პრიზებიც გაათამაშეს, ღონისძიების დასასრულს კი, ახალგაზრდების თანხლებით, სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი და ელექტრონიკის მუზეუმი დაათვალიერეს.

ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ?

რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ? პირველი, მათ არავითარი სერიოზული მტკიცებულება არ გააჩნიათ და ამის შესახებ ვინ თუ არა მათ ნამდვილად იციან! მეორე, ელოდებიან დამატებით ინსტრუქციებს უცხოეთიდან, შესაბამისად იმის მიხედვით იმოქმედებენ, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. “რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ? პირველი, მათ არავითარი სერიოზული მტკიცებულება არ გააჩნიათ და ამის შესახებ ვინ თუ არა მათ ნამდვილად იციან! მეორე, ელოდებიან დამატებით ინსტრუქციებს უცხოეთიდან, შესაბამისად იმის მიხედვით იმოქმედებენ. ამასობაში, დრო გადის და ცესკო არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს, პარლამენტიც შეიკრიბება, საქართველოში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, მალე, სულ მალე, ამერიკაშიც საპრეზიდენტო არჩევნები იწყება... აი, დარღვევებს მანდ უყურეთ, აი, სად არ აიყვანს დედა შვილს, საქართველოზე ტლიკინის მაგივრად, ამაზე თუ უფიქრიათ, ზოგიერთ უთავმოყვარეო უცხოელს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო სიახლეები