ზაალ მიქელაძე: ნაცობა ტეხავს! ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ჭაობში – ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებთ უახლოეს ისტორიას

Read Time:33 Second

„ძალიან საინტერესო კვირეული აქვს ოპოზიციას… მგონი, ჩვენ გასაკეთებელ საქმესაც გვიადვილებენ. შემოდგომაზე დაგეგმილ „ნაცმოძრაობის” გასამართლების პროცესამდე თვითგანადგურება დაიწყეს: პარტიული სიის შედგენა დაიწყეს ჟარგონული მორალით-„ნაცობა ტეხავს“. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნაცმოძრაობას ჭაობში აღარ ჩაჰყვება.

„აქვე, მათ იდეოლოგიური „მამების” გზავნილიც წამოეწიათ, თითქოს რაიმე კითხვის ნიშანი იყოს ჩვენს ევროპულ კურსთან მიმართებით და გაჩნდა – „საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“ – ოპოიდეოლოგების სტანდარტული მოჭიდება ხავსზე.

ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ამ ჭაობში. ვიცით, კიდევ ბევრი მესიჯი იქნება არჩევნებამდე თქვენს გადასარჩენად, მაგრამ ხალხი ბრძენია. სათაურში სახელის დამალვა (პარტიის ნომრის დატოვება ნაცმოძრაობის გარეშე) ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებს უახლოეს ისტორიას. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. – წერს ზაალ მიქელაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე
Next post მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა