ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ზაალ მიქელაძე: ალეკო ელისაშვილს კარგად უნდა მოესმინა აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებისთვის, რომელიც ეხებოდა არა მეომრებს, არამედ მთავარსარდალს

„თუ გაისეირნებთ აჭარაში და შეხვდებით ოჯახებს, ნახავთ მათ მადლიერებას მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის მიმართ, რომელმაც სახელმწიფო პროექტებთან ერთად ძალიან ბევრი რაღაც განახორციელა სწორედ ამ ადამიანებისა და ოჯახების მხარდასაჭერად“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზაალ მიქელაძემ, პარლამენტში, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა პრემიერის ინიციატივით, რისთვისაც იქაური მოსახლეობა ძალიან მადლიერია.

„ბატონო პრემიერო, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ მიერ ინიციირებული პროექტის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, განხორციელებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის გამო. როგორც ქობულეთის მაჟორიტარი, ვაცხადებ, რომ ქობულეთის უნიკალური ბულვარის ხილვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის, რომელსაც აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებთ. ეს არის “ოცნების ქალაქი”, რომელმაც საშუალება მისცა ათასზე მეტ ბავშვს, რომ უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ასევე, განათლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმში „განათლების ქალაქის“ მშენებლობა, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მომავალ თაობას და საერთოდ უნიკალური პროექტი, რომელიც, ალბათ, საუკუნის ოცნება იყო, ეს არის აჭარის გაზიფიცირება, რაც ჩემს რაიონში მთავრდება და, დარწმუნებული ვარ, მაღალმთიანი რეგიონებიც იქნება მოცული ამ პროექტით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორედ მშვიდობის შენარჩუნებით. ქალაქი ბათუმი დღეს გახლავთ ტურიზმის ოსკაროსანი, კულტურის ცენტრი, ასევე ბათუმის სტადიონის უნიკალურობა აღიარებულია. ყველაფერ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი გუნდს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ალეკო ელისაშვილს ვუპასუხებ, რომ კარგად უნდა მოესმინა აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებისთვის, რომელიც ეხებოდა არა მეომრებს, არამედ მთავარსარდალს. ვერ მარწმუნებთ იმაში, თითქოს ემიჯნებით „ნაც სექტას“, რადგან თქვენ გაქვთ საშუალება, გაისეირნოთ აჭარაში, შეხვდეთ ამ ადამიანებსა და ოჯახებს და ნახავთ მათ მადლიერებას მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის მიმართ, რომელმაც სახელმწიფო პროექტებთან ერთად ძალიან ბევრი რაღაც განახორციელა სწორედ ამ ადამიანებისა და ოჯახების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბლუმბერგი“ – რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია. ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი,...

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა. „როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა – ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. „ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები