ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, გიორგი გახარიასთან პაექრობაში ოპოზიცია სამჯერ დამარცხდა. ,,პრემიერ მინისტრს სამჯერ მოუწია პარლამენტში მისვლა და მასთან პაექრობაში საპარლამენტო ოპოზიცია სამჯერვე დამარცხდა 3:0 მე მართლაც ვისურვებდი რომ ჩვენს ქვეყანას ეღირსოს ღირსეული ოპოზიცია”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძე: ვისურვებ, ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია ეღირსოს
ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%, ამ კამპანიებმა შედეგი ვერ გამოიღო
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“, – განაცხადა პრემიერმა.
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.როგორც უწყებაში აცხადებენ, რამიშვილი მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში დააკავეს.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობები აშშ-თან, მაინც ვპოულობდით რაღაცას, რაც გვაერთიანებდა
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს აშშ-თან მთელი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა კეთილგანწყობილი ურთიერთობები, ორი ქვეყანა პოულობდა იმას, რაც მათ აერთიანებდა.ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ ხომ ყოველთვის, ძალიან დიდი დროის განმავლობაში გვქონდა ძალიან კეთილგანწყობილი და თავისებური ურთიერთობები აშშ-თან. ჩვენ ხომ მხარს ვუჭერდით მათ მისწრაფებას დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისკენ. ჩვენ რეალურად ვაწვდიდით იარაღს, ფულით ვეხმარებოდით. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაინც ვპოულობდით რაღაცას, რაც გვაერთიანებდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 21 ბავშვია.კერის ოლქის შერიფის ინფორმაციით, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკიდან 11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი კვლავ დაკარგულად ითვლებიან.შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 18 ზრდასრულისა და ოთხი ბავშვის ცხედარს, იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.„ჩვენ ახლა ყველაფერზე ვმუშაობთ. ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი ფოკუსი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ოჯახები მათთვის ძვირფას ადამიანებს შევახვედროთ. ამიტომ ჩვენ არ შევჩერდებით იქამდე, ვიდრე ამას არ ვიზამთ“, – განაცხადა შერიფმა.შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა კერის ოლქი.
თიკა ფაცაცია 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას გვთავაზობს
ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ახალი სიმღერის პრემიერა 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლშია“ დაგეგმილი.სიმღერის სახელწოდებაა „ბედნიერების მჯერა“.„ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ასეც დაერქვა სიმღერას“, – თიკა ფაცაცია.პროექტზე მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.