საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, გავა დრო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მიხვდება, რომ არავითარი ანტიევროპული, მით უმეტეს, არავითარი შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის არ ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.