შაბათი, ივნისი 21, 2025

ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილის მილოცვა „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ რეჰოვოტში, ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტში ვიზიტისას განაცხადა, სადაც გასული კვირის ბოლოს ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერს ჰკითხეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელის იერიშები ირანზე, რაზეც ნეთანიაჰუმ განაცხადა:„რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ეს არის პასუხი. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ, ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ერთია 20 ათასი რაკეტა, მეორე კი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბები ამ გიჟი რეჟიმის ხელში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანისგან მომდინარე განადგურების საფრთხისგან.„ირანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანიდან მომდინარე განადგურების საფრთხისგან. ამის კეთებით ჩვენ ასევე ვახდენთ მრავალი ქვეყნის გადარჩენას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

როგორი ამინდი იქნება 21 ივნისს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +21 - წვიმასოხუმი +23 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +25 - უმეტესად მზიანიმესტია +18 - წვიმაფოთი +24 - უმეტესად მზიანიბათუმი +24 - უმეტესად მზიანიოზურგეთი +26 - უმეტესად მზიანიქუთაისი +26 - უმეტესად მზიანიამბროლაური +24 - უმეტესად მზიანიახალციხე +25 - უმეტესად მზიანიბორჯომი +20 - უმეტესად მზიანიბაკურიანი +18 - უმეტესად მზიანიგორი +27 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +24 - უმეტესად მზიანისტეფანწმინდა +18 - უმეტესად მზიანიგუდაური +15 - მზიანითელავი +27 - უმეტესად ღეუბლიანირუსთავი +32 - უმეტესად მზიანითბილისი +30 - უმეტესად მზიანი

„ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? 30 წლის ვხდები და ყველაზე ღირებული, რაც კი შემიქმნია, ესაა“ – ემოციური მიმართვა მაყურებელს

აგერ უკვე ოთხი თვეა, რაც ალექსი მოსიაშვილი ქართულად ახმოვანებს ბერძნულ სერიალს "მამა პაისი ფარასადან - ზეცაში". მეორე სეზონის ბოლო სერიასაც მალე შემოგვთავაზებს ფეისბუქგვერდები - "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" და "ტკბილ ხარ შენ უფალო".სერიალი სრულად ასახავს მეოცე საუკუნის ათონელი წმინდა მამის - პაისი ათონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფილმმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის მაყურებელში. ბევრი დააფიქრა და ქრისტიანის არსი შეახსენა. ბევრსაც იესოს ლოცვა ასწავლა...აი, რას მიმართავს სერიალის მაყურებელს ალექსი."ხალხი გვწერს, როგორ შეცვალა ამ სერიალმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ სიღრმეებში ჩავიდა მათი ქრისტიანობა, როგორ შეეხო მათ გულს, როგორ ამოატრიალა დიალოგებმა და სცენებმა უკეთესობისკენ მათი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოვრების მიმართ.30 წლის ვხდები და ყველაზე დიდი და ღირებული, რაც კი შემიქმნია, ეს არის მრავალსერიანი ფილმის "მამა პაისი ფარასადან ზეცაში" გახმოვანება. ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? ოთხი თვე გავატარე ამ რეჟიმში. გახმოვანების ეს 4 თვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ეტაპი დასრულდა. რეალურად არაფერიც არ დასრულება. ამ დიდი საქმით დასაბამი დაედო იმას, რაც ასე აკლდა ქრისტიანებს. ვფიქრობ, ეს საქმე გავაგრძელო.ვერ აღგიწერთ, რა საოცრება გააკეთა მამა პაისიმ. დიდი მადლობა პირველ რიგში ღმერთს, ღვთისმშობელს, მამა პაისის, რომ ეს საქმე დაგვევალა მე, თამარ ბროლაძეს, ნანა ბეჟანიშვილსა და თამარ კიკალიშვილს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს თარგმნასა და მოწოდებაში. მეც, ჩემი მხრივ, მის გახმოვანებაში.უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამდენი ხნის მანძილზე  გვგულშემატკივრობდით, ცდილობდით მოტივაცია მოგეცათ თბილი შეტყობინებებით. ამ სერიალის საშუალებით ის ჩვენი მამა პაისი გახდა. მადლობა, მადლობა. ღმერთმა დაგვლოცოს" - ამბობს ალექსი მოსიაშვილი.

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც სააგენტო Tasnim-ი წერს, ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან ათი კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა.მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილზე გაემართნენ „წითელი ნახევარმთვარის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფები.

ბოლო სიახლეები