ორშაბათი, მაისი 5, 2025

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს:

„რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ – არაფერი!

ბრძოლები, რომლებიც ახლა მიდის მთელ მსოფლიოში, საქართველოს ვერაფერს ავნებს: საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ!

პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!“ – წერს კაკულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება.დონალდ ტრამპის თქმით, მან აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ტარიფების დაწესების პროცესი, რადგან შეერთებული შტატების კინოინდუსტრია „ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება“.„სხვა ქვეყნები ყველანაირ სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინემატოგრაფისტები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან გაიყვანონ. ჰოლივუდი და შეერთებული შტატების ბევრი სხვა ტერიტორია განადგურებულია. ეს სხვა ქვეყნების კოორდინირებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ეს, ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი და პროპაგანდა! ამიტომ, ვავალებ ვაჭრობის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ყველა იმ ფილმზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უცხო მიწებზე წარმოებული შემოდის. გვსურს, ფილმები კვლავ ამერიკაში იქმნებოდეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა – მასში ერთი ავტომობილი მოჰყვა – რა დეტალებია ცნობილი

მეწყერი ჩამოწვა დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.

კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა-სალომე ზურაბიშვილი

,,კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა (თუ არა ზოგან ის ვითომც და შემადგენლობის მატარებელი სტიკერი რომელსაც ვერცერთი ნორმალურ მხედველობის მქონე ადამიანი ვერ წაიკითხავს). საკვების ხარისხის კონტროლზე ზედმეტია ლაპარაკი.ჩაჯდები ტაქსში და შეგვხდება მძღოლი, რომელმაც არც ენა არც ქალაქი იცის და რომელსაც ლიცენზიის ვალდებულებას არავინ უწესებს. ტურისტულ გიდებზე ხომ აღარაფერი ითქმის, რუსების და სხვა ეროვნების ხელშია ეს საქმიანობა და საქართველოს ისტორიას თუ ღირსშესანიშნობებს ისინი აცნობენ სხვებს. ჩვენ კულტურისა და ისტორისს სწორწარდგენაზე ან ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომელებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულებმი.რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაკტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!!ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა! ესეც პატრიოტიზმია!''-წერს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ესტუმრა.ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.„უწ­მინ­დეს­მა ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი დალო­ცა, თანამდებობაზე დანიშვნა მი­უ­ლო­ცა და საქმიანობაში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

„ამ ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის, ლეტალური“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქალაქში არსებული საშიში ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, - წერს სიხარულიძე.

ბოლო სიახლეები