ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი: ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამო, საქართველოს საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს.

“ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს  და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს.” – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ელენე ხოშტარია – ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას

დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი.ხოშტარიას განცხადებით, „გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა“.„ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა, ისევე როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!P.S. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – ნათქვამია ხოშტარიას წერილში. 

ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე გირაო არ გადაიხადოს

ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაკავებული ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელიც მომხრეებს მოუწოდებს, საპატიმროს დასატოვებლად გირაო არავინ გადაუხადოს.„ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის. მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ, საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ეს 5 000 ლარი, საქართველოს ბიუჯეტს მოხმარდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.იზოლატორში მყოფი ელენე ხოშტარია მომხრეებს მოუწოდებს გირაო არავინ გადაუხადოს.

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ...

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.„მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გაწირავდა მარიონეტული ომისთვის, სადაც გვითრევდნენ მაშინ.ამის გარდა სხვა სახის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია მათ შრის პანდემიის წარმატებით დაძლევის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა იმაში, რომ „დიფ სთეითმა“ ვერ შეძლო საქართველოს ჩათრევა ომში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.როგორც აღინიშნა, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე შვიდი პირი.„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები,  ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში –  დაახლოებით 24 ტონა  ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია). ასევე, ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კახა კალაძე – საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე დაველოდოთ გამოძიებას, აღიარებითი ჩვენებები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტი, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ფიგურირებენ, ძალიან მძიმე ფაქტია და მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს.როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და სისხლისღვრა.„ძალიან მძიმე ფაქტია. აღიარებითი ჩვენებები, რაც მოპოვებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები