რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებს უკრაინაში ცხოვრების ტერორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ კრივი რიჰზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან შეთანხმებების შესრულებაა.
„დრონების ტალღამ კრივი რიჰი დაბომბა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებდა. დაფიქსირდა რაკეტებიც. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში არცერთი ღამე არ გასულა რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების გარეშე. სამიზნეების უმეტესობა ინფრასტრუქტურაა. სისტემური ტერორი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ამიტომ, უკრაინისთვის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, გაგვაძლიეროს, ომის დასასრულს აახლოებს. უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია წერს, გვიან ღამით, რუსულმა ჯარებმა კრივი რიჰზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს. ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა, ათზე მეტი აფეთქების შესახებ განაცხად.