უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.
„ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა.