ორშაბათი, ივნისი 9, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან ვატიკანში 15-წუთიანმა შეხვედრამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.

„ეიბისი ნიუსთან“ საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, იარაღის პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო.

„და ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველივე ეს შეუძლია. ასე ვფიქრობ. მე მსურს, მადლობა გადავუხადო სენატსაც. ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს… ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. თორემ როგორ უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც ძალის გარდა სხვა არაფერს იგებენ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვატიკანში ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, სწორედ ეს შეხვედრა დაეხმარა მას ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლაში. ზელენსკის შეფასებით, ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს გამართული შეხვედრა რთული იყო, ხოლო ვატიკანში ხანმოკლე შეხვედრა კარგი და პროდუქტიული.

„მსურს, მჯეროდეს, რომ დონალდ ტრამპთან ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. მე არ მაქვს საკმარისი კონტაქტები პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ვთქვა, თუ რა სახის ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. საჭიროა დრო, საჭიროა შესაძლებლობები. 15 წუთმა ვატიკანში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს.ამასთან, საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ხელს ართმევს.ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.„ჩემს მეუღლეს ჩვენს საცხოვრებელთან ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. ეს ხუთი პირი მას თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს ავტომანქანაში, აუხვიეს თვალები, თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია, დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, ათი წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

ნიკოლოზ გოგუაძე – 2011 წლის 26 მაისის გამთენიისას ყინწვისთან ჩაატარეს სპეცოპერაცია, ალყა გვქონდა შემორტყმული, მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენი ჩაცხრილვა, სცემეს სასულიერო პირებიც

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ გოგუაძეს უსმენენ.გოგუაძემ კომისიის სხდომაზე ყინწვისის მონასტერთან მისი და მისი მეგობრების დაკავება გაიხსენა.„ჩვენი ისტორია 11 მაისამდე ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა“ ერქვა, გავაკეთეთ პრეზენტაცია. უამრავი სტუმარი გვყავდა მოწვეული. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე და შემქმნელი. როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის, მიზნების შესახებ, ჩვენზე დაიწყო დევნა-მუქარა. პრეზენტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და სერიოზული მუქარა მიმდინარეობდა. მაშინ ნინო ბურჯანაძე ქუჩაში აწყობდა მიტინგებს და ამ პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი. ჩვენს მხარდამჭერებს და მეგობრებს, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გარშემო იყვნენ, გაუგებარი ბრალდებებით გზადაგზა იჭერდნენ. 24 მაისს წავედით, თავიდან სადღაც ექვსი ადამიანი გავეცალეთ თბილისს, რადგან უკვე ისეთი მუქარები იყო, ვხდებოდით, დაჭერას ვერ ავცდებოდით. მუქარების შინაარსი იყო, ასეთი, დაგხოცავთ, დედას გიტირებთ. მართალია, სიტყვა დაჭრა არავის უხსენებია, მაგრამ ვვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ. გვემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. მუქარები მოდიოდა ძალოვანი სტრუქტურებიდან, სოდის უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. 24 მაისს წავედით რამდენიმე ადამიანი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეგობრები ერთმანეთს ურეკავდნენ და კითხულობდნენ, სად იყვნენ. გაიგეს, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში, 23 ადამიანი აღმოვჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. გვინდოდა მეუფე იობის ნახვა. თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდით იქ. 24 მაისს წავედით და 26 მაისის გამთენიისას ჩაატარეს სპეცოპერაცია. სხვადასხვა სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას სპეცოპერაციაში, ალყა გვქონდა შემორტყმული. მოვარდნენ მიკროავტობუსებით, ზოგი ტყიდან ჩამოვარდა. ისეთი ადგილია, რაღაც ჩაღრმავება იყო, ერთი გზა ამოდიოდა და ერთი – ჩადიოდა. ის ერთი გზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსებით, სპეცრაზმით და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ავტომატიანმა ხალხმა დაგვარტყა წრე. ეს ხდებოდა ზუსტად მონასტრის პირდაპირ. ამ დროს მონასტერში იყვნენ მამაოები. მეუფე ადგილზე არ იმყოფებოდა. შემდეგ გავარკვიეთ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე. იქაც იგრძნობოდა ეს. ჩვენ თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით, რადგან იქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი – სასტიკი დაშლა და ხალხის კვლა რომ მოხდა. ჩვენთან გარეთ გამოსული იყვნენ მამაოები და გვემშვიდობებოდნენ. ბევრი მამაო იმყოფებოდა და ეტყობა, გასროლა ამიტომ ვერ შეძლეს ან უბრალოდ, არ ისროლეს. ყველანი დაგვყარეს მიწაზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, გოგუაძე რომელიაო. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მოვიდა თუ არა, კონდახი ჩამარტყა თავში და გავითიშე. შემდეგ ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში, სადაც მითხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემთვის უნდა ესროლა. პირდაპირ მითხრა, ახლა ვაპირებ შენს მოკვლასო. აი, ამ მარშუტკაში დაგტოვებო. მოშვერილი მაქვს ავტომატი. თვითონ მეგის ქარდავა მიშვერს ავტომატს. ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს და მუხლზე უდევს ავტომატი. აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს, ეუბნება, წინ მიზის და დავამთავროო? ეს საუბარი მესმოდა. შემდეგ ის უთიშავს ყურმილს. მე ვიყავი ხელბორკილდადებული უკანა სკამზე, „ჟგუტებით“ მაქვს ხელი შეკრული, უკვე დაპატიმრებული ვარ. რომ დაურეკა, ეტყობა იქიდან უთხრა, გადმოგირეკავო და ახლა წყდება შენი ბედიო, მითხრა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რას დარეკავდნენ. სახე შეეცვალა, რომ დარეკეს, გამწარდა, მითხრა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა, იქიდან უთხრეს, არ გაისროლოთო. ჩავიდა დაბლა და შემდეგ ნელ-მელა ყველა გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში. იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა. არ იცოდნენ, რა ექნათ ჩვენთვის. ყველა სადღაც რეკავდა და ეკითხებოდნენ, რა ვქნათო. თვითონაც გაურკვევლობაში იყვნენ, რა ექნათ ჩვენთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.„ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა. კონკრეტულად ვინ ურტყამდა, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ერთადერთი მეგის ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა უთხრეს...

2003–2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ ისაუბრა.ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.გოგუაძის თქმით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავაც და სპეცრაზმიც, რამდენადაც ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა."ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ- მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა "აი ამ მარშუტკაში დაგტოვებო". ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს - წინ მიზის და დავამთავროო, ეს მესმის საუბარი. შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ეხლა წყდება შენი ბედიო, მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქედან უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა ბიჭი გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა, რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ", -განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ქართული რაგბის დამაარსებელი გივი მრელაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, მსაჯი, მწვრთნელი გივი მრელაშვილი.გივი მრელაშვილი იყო მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.1961 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე პირველად სწორედ თბილისში მისი დამსახურებით შეიქმნა რაგბის საქალაქო სექცია, 1962 წლის 20 ივნისს სექცია თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა, მისი თავმჯდომარე კი გივი მრელაშვილი გახდა.

ბოლო სიახლეები