კვირა, აპრილი 27, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვატიკანში დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ტრამპსა და ზელენსკის შორის დაახლოებით 15-წუთიანი შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე გაიმართა.

„კარგი შეხვედრა. პირისპირ მოვასწარით ბევრის განხილვა. ვიმედოვნებ, რომ შედეგები იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც შევეხეთ. ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აიცილებს მორიგი ომის დაწყებას. ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს. მადლობა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა...

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.„ხან ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, არჩევნების შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

მეუფე იაკობი: ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს

ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა."აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური  თუ სინდისია პატიმრები. რამ გამოიწვია ეს პატიმრები? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? მთელი იმპერიები რომ დადგნენ, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველები. რომ დავრბივართ, ვნების გარდა რა არის ეს, დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ. ხომ უნდა იყვნენ თქვენთან ისეთი ადამიანები, უცხოელების პირით რომ არ მელაპარაკებოდნენ. რა შეფასებას გაძლევენ თქვენ ისინი, პატივს გცემენ? სად ჩადიხართ, ვის ხვდებით. ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს. კი მიგიღებს  უცხოელი მაგრამ არასდროს ხელს არ შეგიწყობს, გინდაც მოგიყვანოს ხელისუფლებაში მერე რაღაცას დაგავალებს. ღვთის საყვარელი ქვეყანა ვართ და რა უფლება გაქვს რომ მიშლი ცხოვრებას. დავფიქრდეთ რა, ცუდია ეს ყველაფერი, თორემ მე რომ მცოდნოდა რომ მშვიდობიანი იყო ეს აქცია და მშვიდობიანი ხალხი ეცემათ, ნამდვილად ჩავერეოდი, დავიცავდი მათ."

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ილია სულამანიძემ პოდგორიცაში, კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი, 100 კგ წონით კატეგორიაში, იუკოთი დაამარცხა და კარიერის მანძილზე პირველად, სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სიხარულით ვულოცავ ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულს, ცნობილ ძიუდოისტ ილია სულამანიძეს, მონტენეგროში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული და შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებას. ილიას გამარჯვება არ არის მხოლოდ მისი პირადი მიღწევა, არამედ ეს დიდი სიამაყისა და შთაგონების წყაროა ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. მისი შეუპოვრობა, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ასახავს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველს მისი ალმა-მატერიც აძლიერებს. ვამაყობთ, რომ მსგავსად მიზანდასახული და გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. წინ, უფრო დიდი გამარჯვებებისკენ, ილია! მასთან ერთად, ვულოცავთ წლევანდელი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულებს - ევროპის ჩემპიონ გიორგი სარდალიშვილს და ვერცხლის პრიზიორებს - ეთერ ლიპარტელიანსა და ტატო გრიგალაშვილს “, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.ცნობისათვის, ილია სულამანიძე 2023 და 2024 წლებში ორჯერ გახდა კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი კი სწორედ ზელიმ კოცოევთან ორთაბრძოლაში დათმო.

70-მდე ქვეყანაში “ქვევრის საერთაშორისო დღე” წესდება ამ დღის მიზანია, ქვევრისა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირა დღეს, აწესებს ქვევრის საერთაშორისო დღეს, რომელიც აღინიშნება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყანაში.ამ დღის მიზანია, ქვევრისა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ქვევრის საერთაშორისო დღე წელს, საქართველოსთან ერთად, აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში.

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი დაიწყო.საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის დაამარცხების შემდეგ, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებსაც სძლია და ნახევარფინალში გერმანიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაიპირისპირდება.წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები