ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა შეაფასეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები და განიხილეს „დიპლომატიური სამუშაო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად“.

„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო ფლოტის დამატებითი „მირაჟებით“ გაფართოების შესაძლებლობა, საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება და ინვესტიციები“, –  აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ე.წ. მსურველთა კოალიციის განვითარების საკითხი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ნატო-ს სამიტისგან მხარეები ელოდებიან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან თურმე ეს სტაბილურობას უწყობდა ხელს, ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მას...

გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.ამასთან, სააკაშვილის თქმით, „კატეგორიულად ითხოვს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.„გაყოფის დრო რომ აღარ არის, მგონი, ამას ყველა ხვდება, ყველას სათითაოდ ანადგურებენ. გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არა მგონია, ახლა ამას ფიქრობდეს. ჩემთვის ის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებით მე ვიმყოფები ამ გისოსებს მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას, რადგან მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო, ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას და აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. მინდა, ვთქვა, რომ კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად, ასეთი პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან ბრძოლა არსებითად გამარტივდება

კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე.„კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიკრძალება. რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, ექიმები და, მათ შორის, კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, არსებითად, ეს ქსელი არის კერძო და კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარია, იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტული კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება, მათ შორის, ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე – ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება.„ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი.„ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას – ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვაზე, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.„არც ერთი პაციენტი, ვისაც ფსიქოტროპული მედიკამენტები სჭირდება, სამკურნალო პრეპარატების გარეშე არ დარჩება. იქნება მკაცრი კონტროლი მათ გაცემაზე. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ჩართული სუბიექტი, რომ გარკვეულმა კომერციულმა ინტერესმა მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება არ განაპირობოს. ვფიქრობთ, ამისთვის აბსოლუტურად სწორი კონსტრუქცია იქნა შემუშავებული, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს. საზოგადოებაც სწრაფად დაინახავს და მხარს დაუჭერს იმ დადებით შედეგებს, რაც ამ ინიციატივას ძალიან მალე მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ემანუელ მაკრონი – საქართველოსა და ყირიმის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის აგრესიამ მკაფიოდ გამოავლინა რუსეთისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხე

საქართველოსა და ყირიმის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის აგრესიამ მკაფიოდ გამოავლინა რუსეთისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.მაკრონმა აღნიშნული განცხადება ჰააგაში, ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.„უნდა გვახსოვდეს ეს დისკუსიების დროს, რადგან არსებობს რუსეთის საფრთხე. ეს მიმდინარე თვეს ვთქვი, თუმცა ამის ფონზე წლებია, ვცხოვრობთ. ევროპაში რუსეთის მესამე ომმა დაადასტურა ეს საფრთხე. საქართველოსა და ყირიმის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის აგრესიამ მკაფიოდ გამოავლინა გრძელვადიანი საფრთხე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდით, ევროპა იღებს მეტ პასუხისმგებლობას თავის უსაფრთხოებაზე.„თავდაცვაში რეინვესტირების გაგრძელებით, ყველა წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპელები, ნატო-ს ფარგლებში ევროპული საყრდენის შესაქმნელად მუშაობს. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს უკვე რამდენიმე წელია: ევროპა, რომელიც მეტს ხარჯავს, მეტ პასუხისმგებლობას იღებს თავის უსაფრთხოებაზე და ტვირთის უფრო დიდ წილს იღებს. რამდენიმე წელია, ეს ამერიკის სურვილია, ევროპული აუცილებლობაა. ჩვენ ეს გვჭირდება საკუთარი თავისთვის და უფრო დამოუკიდებელი რომ ვიყოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც პატარა დაიღუპა – შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 33 წლის სკოტ ალენ გარდნერმა საშინელი უპასუხისმგებლობა და გულგრილობა გამოავლინა, როდესაც თავისი ვაჟი, სებასტიანი, სამ საათზე მეტი ხნით მაღალი ტემპერატურის პირობებში მანქანაში დატოვა.მედიის ცნობით, როდესაც მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ბავშვის სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.პოლიციის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია. ის გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და ბავშვის მიმართ უყურადღებობაშია ბრალდებული, რამაც მძიმე სხეულის დაზიანება გამოიწვია. მას გირაოს შეტანის უფლება აკრძალული აქვს.

ბოლო სიახლეები