ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ვლადიმერ პუტინი – უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ

რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს მის წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს ესკალაციას.

„მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ და აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, – განაცხადა პუტინმა.

მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური სახე შეიძინა.

„როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა“, – განაცხადა პუტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს, ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დასადებად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკიმ „შეთანხმება უნდა დადოს“, პუტინი კი შეთანხმების დასადებად მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, ინტერვიუში ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, ის უკრაინის შესახებ შეთანხმების დაბრკოლებას წარმოადგენდეს“.„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს. ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დადებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერი ახლა სუსტ პოზიციაში იმყოფება და კომპრომისზე უნდა წავიდეს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპი დიდი ხანია, ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისთვის რესურსების ფუჭად ხარჯვაა და დროა, ომი დასრულდეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩიქოვანმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.„მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გთხოვთ, გააზიაროთ-ლაშას საზოგადოების დახმარება ესაჭიროვება

,,გთხოვთ, გააზიაროთ დედის თხოვნით, მოგესალმებით, ლაშას გულშემატკივრებოროგორც დაგპირდით საოცარი სიახლით გიბრუნდებით!!! რამდენიმე თვის წინ ლაშას ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია — ეს იყო სწორად გადადგმული და გამართლებული ნაბიჯი. ოპერაციის შემდეგ მას სჭირდება აქტიური და უწყვეტი რეაბილიტაცია.ვისაც სურვილი გაქვთ დავეხმაროთ ლაშას თუნდაც 1 ლარითოჯახმა გააფორმა 1-წლიანი იჯარის ხელშეკრულება ლუქსემბურგში რობოტების მწარმოებელ კომპანიასთან რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ლაშასთვის ჩამოიტანა უახლესი თაობის სარეაბილიტაციო რობოტი რომელიც ადამიანს ეხმარება სიარულის უნარის აღდგენაში.(იჯარის ხელშეკრულებას კომენტარებში დავურთავთ)მეგობრებო, უკვე 5 წელია ამ ურთულეს გზას თქვენთან ერთად გავდივართ.თქვენ გარეშე ამას ვერ შევძლებდით.თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ლაშას თითოეულ პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენთან ერთად იზიარებთ.ლაშას უდიდესი ძალა და მოტივაცია მისცეს ჩვენმა ქვეყნის ლეგენდარულმა ადამიანებმა ბატონმა ილიკომ და ქალბატონმა ნინო სუხიშვილებმა. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ წინ აუცილებლად სცენა ელოდება… გულითად მადლობას ვუხდით მათ და თითოეულ თქვენგანს — ამ 5 წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის.ლაშას ყავს აურაცხელი გულშემატკივრების არმია მოგმართავთ თხოვნით ყველა კეთილ ადამიანს თუნდაც 1 ლარით ლაშას დავეხმაროთ იჯარით გათვალისწინებული თანხის შეგროვებაში თითოეული ლარი ამ შანსის გაგრძელებააალაშა აუცილებლად დაბრუნდება იქ, სადაც მისი გულია — სცენაზე. ჩვენ ამაში მტკიცედ გვჯერა!დიდება უფალს ამ ძალისთვის! მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა… ლაშას წინ კიდევ გრძელი გზაა — მას სჭირდება ხანგრძლივი და ინტენსიური რეაბილიტაცია, რომ სრულად ფეხზე დადგეს.ახლა განსაკუთრებით გვჭირდება თქვენი ერთობა და მხარდაჭერა. თითოეული ლარი ლაშასთვის გადადგმული ახალი ნაბიჯია — მისი ხვალინდელი დღის საჩუქარი. დარეკე: 0901 000 884 ან ჩარიცხე ნებისმიერი თანხა: საქართველოს ბანკი#GE74BG0000000101023232მიმღები: ლევან სახეჩიძე თიბისი ბანკი#GE42TB7140445064300024მიმღები: ლევან სახეჩიძე საზღვარგარეთიდან:PayPal: paypal.me/lashastvis #Email:Tamilawiwilashvili82@gmail.com გააზიარე, მიაწვდინე გულით და გაუზიარე იმედი —ლაშასთვის, რომელიც ახლა ყველაფერს თავიდან სწავლობს… სიარულსაც კ-ამის შესახები გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს.

პიტერ სიიარტო – რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან, არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი ომში ჩაითრიონ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.მისივე თქმით, კიევს ბუდაპეშტის შანტაჟი და მუქარა არ გამოუვა.სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ომში ჩართვას არ დაუშვებს.„ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ. ვერავინ დაემუქრება უნგრეთს ან მის პრემიერ-მინისტრს. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის ფასის გადახდაზე და უარს ვამბობთ ენერგომატარებლების უფრო მაღალ ფასებზე უკრაინის გამო.რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან და მანფრედ ვებერთან (ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, – განაცხადა სიიარტომ.

ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს აქვეყნებს

ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს, „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.120-გვერდიან კრებულში პოეტის ბოლო წლების ლექსებია თავმოყრილი.კრებული ინგლისურად თარგმნეს პოეტმა გაბრიელ გრიფინმა და ქეთი გახოკიამ.წიგნის გარეკანზე ქეთი ჩიქოვანის მიერ გადაღებული ფოტოა გამოსახული, ხოლო თავად პოეტის ფოტოს ავტორია დანიელ ფერონი.

ბოლო სიახლეები