ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს ,,გაქცეული პრეზიდენტის” წამოცდენა დავით გარეჯის და 70-80 მილიონის თემაზე, მალე აღიარების სერიის გაგრძელებაში გადაიზრდება

როგორც ჩანს ,,გაქცეული პრეზიდენტის” წამოცდენა დავით გარეჯის და 70-80 მილიონის თემაზე, მალე აღიარების სერიის გაგრძელებაში გადაიზრდება,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, ამის ნიშნები აშკარად ჩანს ,,თავისუფალი” და პარტიული ტელევიზიების ფლაგმანის ,,მთავარი არხის” სიუჟეტებში, ნიკა გვარამიას და ყოფილი ჩინოსნების განცხადებებში.
,, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძალიან სახიფათო და ამავდროულად ძალიან სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩანს კვალის დაფარვას და აზერბაიჯანისთვის კოჭის გაგორებას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ როგორ იტყვიან ,,გაქცეული პრეზიდენტისგან” არაფერია გასაკვირი და ყველაფერი მოსალოდნელია”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს ხელისუფლებაა, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა

მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.„დღეს ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, როგორ იწერება კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი. საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება. სამყარო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე გადადის, მომავალი კი სულ უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტების მდგრადი და სამართლიანი გადაჭრა კიდევ უფრო გართულდა, ხოლო გლობალური მშვიდობა დღეს უფრო მყიფეა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გადმოდის ძალის ფაქტორი, მკაცრი რეალიზმი და პრაგმატიზმი. გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

14 წლის გოგონა ამბობს, რომ მამა, 6 წლის განმავლობაში, მასზე სექსუალურად ძალადობდა – უმძიმესი ამბის დეტალები კახეთიდან

კახეთში , 35 წლის მამაკაცი დააკავეს - სამართალდამცველებს დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ ის არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა.დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად, 14 წლის გოგონა შესაბამის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.სამართალდამცველებთან გოგონა ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური მამა მასზე 6 წელია სექსუალურად ძალადობს. არასრულწლოვანმა პოლიციასთან კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამაკაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე დააკავეს.ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე სამართალდამცველებს მამაკაცის მეუღლემ მაშინ მიაწოდა, როცა დაკავებული, ნათესავებთან სტუმრად მყოფი შვილის სახლში ძალით დაბრუნებითა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.დაკავებული მამაკაცის მიმართ, ახლო ნათესავზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე წლის წინაც მიმდინარეობდა, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა. 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც. იმ დროისათვის, სისხლის სამართლის საქმეში იკვეთებოდა, რომ ნათესავთან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გარყვნილი ქმედების ჩადენას გოგონას სწორედ მამა აიძულებდა.ადგილობრივების ინფორმაციით, მისგან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მოზარდმა დედას და ბებიასაც უამბო, თუმცა უშედეგოდ.ამ დროისათვის, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით: 11 პრიმა 138, 11 პრიმა 151, 126 პრიმა და 11 პრიმა 187 - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანება და არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

ტყიბულის ,,ორბს“ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ტყიბულის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელი საკალათბურთო გუნდის ტყიბულის „ორბის“ საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ, გუნდს მიღწეული უმნიშვნელოვანესი  ისტორიული შედეგი  მიულოცეს, მომავალი წარმატებები უსურვეს  და მადლობის სიგელები გადასცეს.  მუნიციპალიტეტის მერმა გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა  მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გადაუხადა.  გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდოებიც მიიღო.ღონისძიებას გულშემატკივრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„1700 წელი მტკიცე რწმენით“-ირანის ელჩის მილოცვა საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით

,,დღეს საღამოს მიწვეული ვიყავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელზე დასწრების შესაძლებლიბა, მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრის გამო, სამწუხაროდ, არ მომეცა. მსურს, გულითადად მივულოცო ეს თარიღი ქართველ ხალხს -სარწმუნოებით გამორჩეულ ერს ქრისტიანულ სამყაროში, რომელმაც 1700 წელი მტკიცე რწმენით განვლო და ვუსურვო მას კეთილდღეობა და წარმატებები''-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი  და ფოტეობს  გვიზიარებს.

ირაკლი კობახიძე – მგონი, სჯობს, პეტერ ფიშერი დავასვენოთ, ისედაც გადის პენსიაზე, მისი განცხადებები დიდად საინტერესო არ არის

კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს. მგონი, სჯობს, დავასვენოთ, ისედაც გადის პენსიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.კერძოდ, პრემიერს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გერმანიის ელჩმა აღნიშნა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.კობახიძის შეფასებით, „ფიშერის განცხადებები დიდად საინტერესო არ არის“.„მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა, რაც გულში უდევს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები