პარასკევი, აგვისტო 7, 2026

ვიქტორ სანიკიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან. ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან რთულ მეტოქესთან, – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.

„ვიმედოვნებთ, რომ 24-შიც გამარჯვებით დავასრულებთ და მერე უკვე თებერვალში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება დანიასთან“, – აღნიშნა სანიკიძემ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი სხვაობით, 90:83 დაამარცხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.

აშშ-ის საელჩო – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.მედიის ცნობით, სროლა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის შემოგარენში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე Debsirin-ის სკოლაში მოხდა.ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები მივიდნენ.ტაილანდში Debsirin-ის სკოლა ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.ცნობისთვის, ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა.

დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ იუსიფ ალიევი, რომელიც „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილია მეტსახელებით: იუსუფი, „იუშკა“, შამხორისკი.„კანონიერი ქურდი“ 18 წლის განმავლობაში იძებნებოდა.გამოძიების მონაცემებით, ის 2009 წელს უკვე ერთხელ დააკავეს მოსკოვში, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.იუსიფ ალიევს ბრალად ედება მკვლელობა, ასევე „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის“ დაკავება.

სეუტის ლიდერი აცხადებს, რომ მიგრაციული კრიზისის შემდეგ ანკლავში 5000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულია 100 ადამიანი

მიგრაციული კრიზისის შემდეგ სეუტაში 5000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულია 100 ადამიანი, – ამის შესახებ სეუტის ლიდერმა, ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა.როგორც ვივასმა აღნიშნა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში გასულ კვირას განვითარებული მიგრაციული კრიზისის შემდეგ კვლავ რჩება 3000-დან 5000-მდე მიგრანტი. მისი თქმით, მაროკოდან სეუტაში რამდენიმე საათში დაახლოებით 78000 მიგრანტი გადავიდა, რასაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვივასმა მომხდარს „გამოუსწორებელი ტრაგედია“ უწოდა.მისივე განცხადებით, მაროკოში დაახლოებით 75000 მიგრანტის დაბრუნებამ ვითარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, თუმცა სეუტაში მდგომარეობა სტაბილური ამჟამადაც არ არის.ვივასმა გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო.ამასთან, მაროკოული მედია იუწყება, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ ვრცელდება მოწოდებები სეუტაში მასობრივი გადასვლის ახალი მცდელობის შესახებ.

ბოლო სიახლეები