უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება არ ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიას, შესაბამისად წევრობის და უსაფრთხოების გარანტიების ერთმანეთთან დაკავშირება არასაჭირო და საშიშია. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დადასტურდა, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ტრამპი-პუტინის შეხვედით. დადასტურდა, რომ იზოლაციის სტრატეგია წარუმატებელია. დადასტურდა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფრონტის ხაზზე გადაწყვეტა შეუძლებელია და ამის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. დადასტურდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიას, შესაბამისად წევრობის და უსაფრთხოების გარანტიების ერთმანეთთან დაკავშირება არასაჭირო და საშიშია“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ორბანი ასევე მიესალმება ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების დროს გადადგმულ ნაბიჯებს და მხარდაჭერას უცხადებს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას.
ვიქტორ ორბანის ინიციატივაა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე მიიწვიოს ევროპა-რუსეთის სამიტი.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთ ნაწილად განიხილავს.