ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ვიქტორ ორბანი – უკრაინამ და მოლდოვამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო მიიღეს სწრაფი მიდგომა, ის ქვეყნები კი, რომლებიც დამსახურებით მუშაობდნენ ევროკავშირის წევრობისთვის, უკან დგანან

ჩვენ არ გვახარებს ის ფაქტი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო მიიღეს ასეთი სწრაფი მიდგომა და დამსახურება სრულიად უკანა პლანზე იყო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნები, რომლებიც დამსახურებით მუშაობდნენ ევროკავშირის წევრობის მისაღებად, უკან დგანან.

„ევროკავშირმა უნდა შექმნას მეგობრობა. მან არ უნდა მიაყენოს ვინმეს ჭრილობები, უნდა განკურნოს ისინი, არ უნდა შეუქმნას უიმედობა, არამედ მისცეს იმედი ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ… ჩვენ არ გვახარებს ის ფაქტი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო მიიღეს ასეთი სწრაფი მიდგომა და დამსახურება სრულიად უკანა პლანზე იყო. ჩვენ გვესმის გეოპოლიტიკური მოსაზრებები. ესენი გასათვალისწინებელია, მაგრამ დამსახურებით და პატიოსნად, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ევროკავშირის წევრობაზე, დამსახურების საფუძველზე, ახლა ზარალდებიან რიგის უკანა მხარეს ყოფნით. ეს არ არის სამართლიანი, ღირსეული და ევროპული”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეცდომა უწოდა მიდგომას, რომ გაწევრიანების პროცესში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები კიდევ ერთი კანდიდატი ქვეყნის ალბანეთისგან განცალკევებით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

14 წლიანი უნაყოფობის შემდეგ, წყვილის წარმოუდგენელი ბედნიერება -„სამი ტყუპი გოგო”

საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.„14 წლიანი უნაყოფობის შემდეგ, წყვილის წარმოუდგენელი ბედნიერება -„სამი ტყუპი გოგო”. 34 კვირაზე ჯანმრთელი 3 ახალშობილი 1. 2200 გრ. 2. 2250 გრ 3. 2000 გრ. ჩვენ ერთად ეს შევძელით ! დიახ, შეუძლებელი არაფერია !!!“-წერია კლინიკის ფეისბუქგვერდზე 

გიორგი კახიანი ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა და მისი მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება

უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუტი, ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს.კახიანის თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ხიდაშელის განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას.„ახლა, როდესაც ვითარება იძაბება, კეთდება ასეთი განცხადებები, როგორიც თინა ხიდაშელმა გააკეთა. აქამდე მსგავსი განცხადება მოგისმენიათ მისგან, რომ თურმე საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ?! უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას. ასევე, რთულად მისახვედრი არ არის, რომ დიდი ალბათობაა, ამ განცხადებას გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან დადებითად განწყობილები, სათავისოდ აიტაცებენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენება დაგვაბრალეს საქართველოში. ხვდებით, რაოდენ დიდი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აბსურდული დეზინფორმაციების გავრცელება. როდესაც ამ ფონზე კიდევ ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, რომ ეს არის პროვოკაციული და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი“, - აღნიშნა კახიანმა.მისივე თქმით, თინა ხიდაშელს გათავისებული ექნება, რომ მის განცხადებას ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სათავისოდ გამოიყენებენ და ემსახურება იმას, რომ დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. აქედან გამომდინარე, კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები სავარაუდოდ ამ ბრალდებებით დაინტერესდებიან.

ბაჰრეინის მთავრობის ცნობით, ირანულმა რაკეტამ ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

ირანულმა რაკეტამ ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ბაჰრეინის მთავრობა ავრცელებს.„ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ BAPCO Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გრძელდება. ამჟამად ზარალის შეფასება მიმდინარეობს“,- ნათქვამია ბაჰრეინის მთავრობის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ

ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.„ვიმედოვნებთ, ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ და მათ დაურეკონ, მათ მშობლიურ ენაზე გაესაუბრონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ.გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.„ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები