პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა

ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ვიდრე ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ომი ბლოკავს ევროპისა და უნგრეთის ეკონომიკის ზრდას. მათ დაახარჯეს 185 მილიარდი ევრო ამ უაზრო ომს და ახლა სურთ, ევროპელების, მათ შორის ჩვენი ჯიბეებიდან კიდევ 10 მილიარდი აიღონ. ევროპელი ხალხის ფული უკრაინაში თვლის გარეშე მიედინება და სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს, ინფლაციას, ჩამოშლის პირას მყოფ ეროვნული ეკონომიკებს, დახურულ ევროპულ ქარხნებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელები არ მოკვდებიან უკრაინისთვის, თუმცა იცოცხლებენ უნგრეთისთვის.

მისივე განცხადებით, ომის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ალიანსი შექმნეს, რომელსაც „მსურველთა კოალიციას“ უწოდებენ.

„ისინი საკუთარ თავს მსურველთა კოალიციას უწოდებენ. მზად არიან, ვინმე სიკვდილზე გაგზავნონ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ორბანის თქმით, ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას.

„ევროპაში ომის გაჩაღება, უკრაინაში ფულის გაგზავნა – ეს არის კოლონიალური სახელმწიფოების დიდი ხნის ლოგიკა: დაყავი ქვეყნების შესასუსტებლად. ისინი საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა დღის წესრიგში უკრაინის დანაწევრება დგას. ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უკრაინისთვის მიცემული მილიარდები მათთვის გაფლანგული ფული კი არა, არამედ ინვესტიციაა. მათთვის ომი საშინელება კი არა, არამედ შესაძლებლობაა, შეიძინონ ქვეყანა, დაყონ ქვეყანა. ომი ამისთვის ყველაზე იაფი ხერხია. უკრაინა, დიდი ხანია, აღარ არის სუვერენული, დამოუკიდებელი და ავტონომიური“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინასთან პარტნიორობას, თუმცა არა უკრაინის წევრობას ევროკავშირსა ან ნატო-ში.

„ჩვენ გვსურს, უკრაინა დაკავშირებული იყოს ევროკავშირთან და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა არ გვინდა, ვიყოთ უკრაინასთან ალიანსის ნაწილი. ისინი ვერ იქნებიან ჩვენი სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრები. ისინი მოიტანენ ომს, წაიღებენ ფულს და დაანგრევენ ჩვენს ეკონომიკას. კი – პარტნიორობას, არა – წევრობას. ეს არის ის, რაც უნგრელ ერს სურს. დღეს ევროპაში ერთადერთი უნგრეთი უჭერს მხარს მშვიდობას“, – თქვა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, ომის მხარდამჭერ ქვეყნებს დონალდ ტრამპისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მშვიდობა იქნებოდა დამყარებული.

მასშტაბური სამთავრობო დემონსტრაცია ბუდაპეშტში 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად გაიმართა. პარალელურად, უნგრეთის დედაქალაქში იმართება ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ დემონსტრაცია. აღნიშნული საპროტესტო აქციები განიხილება როგორც საარჩევნო კამპანიის დასაწყისი უნგრეთში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს

საქართველოს მთავრობამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება: "ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს: ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის სესხის გასაცემად გამოყენებაზე

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.

დონალდ ტრამპი – კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.ტრამპის თქმით, კანადამ გაავრცელა რეკლამა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა და სწორედ ამ მიზეზით წყვეტს ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს.„კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა…“ – არუნ ხათრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ავრცელებს, სადაც ქალი ქარელის რაიონიდან ჰყვება, რომ მისმა ვიდეობმა მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეაძლებინა.„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები