სამშაბათი, ოქტომბერი 29, 2024

ვიქტორ ორბანი: ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება სასაცილოა

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევროინტეგრაცია საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

„ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს, ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან – პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა...

ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან, სინამდვილეში, არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც არის დეპუტატების მიღმა სია, ის, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში. „პარტია ვერ ჩახსნის მათ სიას, ვინც გახდნენ დეპუტატები. თუ მოითხოვს დეპუტატი მანდატის შეწყვეტას, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში. მაშინ თქვეს, ჩავხსენით სიებიო, რაც იყო ტყუილი, პარლამენტი შეიკრიბა და ვცნეთ უფლებამოსილება. მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო. ბოლოს შემოვიდა ყველა პარლამენტში. გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი შეგვეცვალა, რომ შემოსულიყვნენ სხვები. პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს გახლავთ ვალდებულება. პარლამენტი ვალდებულია, რომ როცა იქნება შემაჯამებელი ოქმი, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ჩანიშნოს. მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება. ერთი კენჭისყრა ტარდება, 150 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ამით იქნება პარლამენტი უფლებამოსილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლადარჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან, მოსახლეობა კი ნდობას უცხადებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიცია არჩევნების ამ,გვარ შედეგს ელოდა, რის გამოც საარჩევნო კამპანია დაასრულა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობს. მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შედეგიო ელექტრონული აპარატების გარდა, ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებშიც აისახა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება და მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ამასთან შეგუება მოუწევს ყველას. „საქართველოს ხელახლად არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან და ცდილობენ შეცვლას, შიგნიდან კი მას საზოგადოება არ ცვლის და ნდობას უცხადებს. ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად. ის ხმები, რაც ოპოზიციამ არჩევნებში მოაგროვა იკითხება ელექტრონულ აპარატებშიც და ეტყობა ქუჩასაც. ეტყობა ISFED-ის "გაყუსულობასაც" და ეუთო/ოდირის პრესკონფერენციასაც. საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შალვა პაპუაშვილი: მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში

მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშია გაწერილი. „გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ. ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ, ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი. გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: სამარცხვინოა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები ფსევდო მტკიცებულებებით ცდილობენ განცხადებების გაკეთებას, ეს არის დეზინფორმაციული შტურმი

სამარცხვინოა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფსევდო მტკიცებულებებით ცდილობენ განცხადებების გაკეთებას, დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. „გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ. ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ, ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი. გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდო მტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

„მადლობას ვუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის.  ის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოში და მისი ვიზიტი ისევე, როგორც ზოგადად, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას. განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები