ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025

ვის არ ემუქრება “წითელა” და რატომ არის ის სხვა “ბატონებზე” უფრო მძიმე დაავადება

საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საუბრობს.
–  რატომ ითვლება “წითელა” უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე “ჩუტყვავილა” ან თუნდაც “ქუნთრუშა”?

-“წითელას” გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე “ჩუტყვავილას” თუ “ქუნთრუშას”… საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უფრო მეტად სახიფათოა, ეპიდემიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს,… ეს არის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ხალხით სავსე ოთახში

 წითელას მატარებელმა ადამიანმა რომ კარი შეაღოს და უბრალოდ შეიხედოს,  ერთი-ორი ჩასუნთქვაც საკმარისი იქნება, ოთახში მყოფ ადამიანების დასასნებოვნებლად. დაავადდებიან ისინი, ვინც აუცრელია და დაავადება გადატანილი არ აქვს.
–  რატომ გავრცელდა ისევ “წითელა”, ბავშვები ხომ გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან?

–  დიახ იცრებიან, მაგრამ მხოლოდ ბავშვების აცრა შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი აცრა მოსახლეობის 95 პროცენტმა ჩაიტარა, მეორე აცრა 90 პროცენტზე ნაკლებმა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბავშვების რაღაც ნაწილიც არ არის იმუნური… ყველაზე დიდი პრობლემა არის 25 წლიდან 30 წლამდე მოსახლეობა,
რომლებიც არ არიან აცრილი… ისინი ამ ასაკში აჩენენ ბავშვებს და ბავშვი თანდაყოლილი იმუნიტეტის

გარეშე იბადება. ბავშვ ერთი წლის ასაკში იცრება, მანამდე კი შეიძლება დაავადდეს.  წლამდე ბავშვებში წითელა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომაც დედა აუცილებლად იმუნური უნდა იყოს, როცა ბავშვს აჩენს! სანამ დააპირებს ბავშვის გაჩენას, მანამადე უნდა აიცრას, თორემ ძალიან საშიშია ნაყოფისთვის. ორსულობაში თუ ქალს “წითელა” შეხვდა, ნაყოფს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება!
–  როდის იყო ბოლოს საქართველოში “წითელას” ეპიდემია და რა შედეგით დასრულდა?

–  ბოლოს იყო 2004-2005 წელს და შემდეგ 2013-2014 წლებში. პირველ ეპიდემიაზე დაახლოებით 9 000 შემთხვევა გამოვლინდა, მომდევნო ეპიდემიაზე 11 000 ავადმყოფი გვყავდა. პირველ ეპიდემიაზე 9 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალურადაა დადასტურებული. მეორეზე 4 გარდაცვლილი გვყავს. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ “წითელა”, რომელიც ჩვილობაში ხვდება ბავშვს, შეიძლება ურთულესი გართულებები წლების შემდეგ გამოუვლინდეს. აბსოლუტურად განუკურნებელი დაავადებებით, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოსდევს…
–  აცრა უფასოა ზრდასრულთათვის?

–  დიახ, 40 წამდე ასაკისთვის ყველასთვის უფასოა! 40 წელს ზევით უიშვიათესი შემთხვევაა ადამიანს “წითელა” შეხვდეს. 60 წლის ვარ და მე არ მინახავს ვინმეს “წითელა” შეხვედრდეს 40 წელს ზევით. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ მოსახლეობას, რომ ოჯახში თუ ორსულია, დანარჩენებმა მაინც აიცრან ოჯახში, რადგან ორსულის აცრა არ შეიძლება! ორსული რომ დავიცვათ, ირგვლივ ყველა აცრილი უნდა იყოს, რათა მას “წითელა” არ გადავდოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინური კომპანია ცხოველების მიერ გამოცემული ხმების თარგმნის სისტემაზე მუშაობს

ჩინურმა კომპანიამ Baidu დაარეგისტრირა პატენტი სისტემაზე, რომელსაც ცხოველების მიერ გამოცემული ხმების დაფიქსირება და მათი ადამიანურ ენაზე თარგმა შეუძლია. განაცხადი კომპანიამ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში შეიტანა, თუმცა ცოტა ხნის წინ ის ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა სამმართველომ გამოაქვეყნა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტექნოლოგია ცხოველის ემოციური მდგომარეობის დასადგენად მის მიერ გამოცემულ ხმებს, ქცევასა და ფიზიოლოგიურ სიგნალებს აანალიზებს. შემდეგ ეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესაბამისი ალგორითმების მეშვეობით მუშავდება და ადამიანისთვის გასაგები ფორმით ითარგმნება.თუ სისტემა ახალი ტიპის სიგნალს იღებს, რომელიც არ ემთხვევა მისთვის ნაცნობ ემოციებს, ინფორმაცია მოდელის შემდგომი სწავლებისთვის გამოიყენება.პროექტი ჯერ ადრეულ სტადიაზეა, თუმცა ჩინურ სოციალურ ქსელებში უკვე დიდი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილს ოთხფეხა მეგობრების თარჯიმნის იდეა ახარებს, ნაწილს კი ინოვაციის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სისტემა ბაზარზე.

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, - განაცხადა ბაუმანმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად, როცა ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ზღვარგადასული კრიტიკა

ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად. როდესაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ ექვსი რეზოლუცია მიიღეს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და  საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.„პირდაპირი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოს შიდა საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო, არსებითად, 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. სხვა ახსნა რა აქვს, 8 ქვეყანას უნდა იწვევდე  და აქედან 7-ს იწვევ და საქართველოს – არა, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მტკიცებით, ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ეს მიდგომა“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ჯამურად, 17 მილიონ ლარამდე იზრდება და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს.• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს;• რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება;• წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე;• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს;• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ჯამურად, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია:საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება - 150 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს;ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება - 10 მილიონი ლარით და 28 მილიონ ლარს შეადგენს;იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა - 5 მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს;ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჯამურად, იზრდება 18 მილიონ 700 ათასი ლარით.ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა.

ბოლო სიახლეები