შაბათი, მარტი 22, 2025

ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება – ეს ბევრმა არ იცის

აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. როგორც მამა იოანე მჭედლიშვილი აღნიშნავს, ზეთისცხებასთან დაკავშირებით, აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ადამიანმა მადლი, რომ შეიგრძნოს ამისთვის ის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.

„შვიდგზის ზეთისცხებასთან დაკავშირებით, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ მადლი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა, ამისთვის მან ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. თუ ქრისტიანულად ადამიანი არ ცხოვრობს, რა აზრი აქვს ზეთს აცხებენ თუ სხვა რამე საშუალებას. ადამიანი თუ თავის ცოდვებს არ ნანობს, აღმსარებელი არ არის, მადლი არ იქნება. როცა ადამიანი აღმსარებელია, ნანობს მის ცოდვებს, ეს უკვე დიდი მადლია და დიდი სიკეთე მოაქვს ზეთისცხებას.

მისი თქმით, შვიდგზის ზეთისცხებას დიდი მადლი მოაქვს.

„შვიდგზის ზეთისცხება, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც სრულდება მარხვის პერიოდში. წესი ის იყო, რომ ეს არის ადამიანების საკურნებლად.

ზოგადად მარხვა იმისთვის არის, რომ ადამიანი როცა მარხულობს, უფრო მეტი იფიქროს სულიერზე და მოუძლურების ჯამს შვიდგზის ზეთისცხების სახით სრულდება, რომ განიკურნოს ადამიანი. მთელი შინაარსია ამაში და როდესაც მიხვალ, არც ზიარებულხარ, არც აღსარება ჩაგიბარებია და არც მღვდელთან ყოფილხარ ზეთს იცხებ და გგონია რაღაც მოხდება შინაარსი გამოცლილი აქვს ამას.

არ ცხოვრობს ადამიანი ქრისტიანულად და ჰგონია, რომ როცა ზეთს იცხებს ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვინც მოსულა არავისთვის უარი არ გვითქვამს, მთავარია ამას შინაარსი ჰქონდეს“,- ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, ფინეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.რამაზ სვანაძის გუნდის პირველი მეტოქეც ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ფინეთმა თამაში უკეთ დაიწყო და 24-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ლუკა ჰურულაინენის გოლით დაწინაურდა.ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. 34-ე წუთზე ირაკლი ეგოიანისა და ლაშა ოდიშარიას გათამაშებული კონტრშეტევის დაგვირგვინებას გაბრიელ სიგუა ცდილობდა, მაგრამ მცველმა ბურთი ჩაჭრა და მდგომარეობა განმუხტა. ეფექტური ინდივიდუალური ქმედებით ანგარიშის გათანაბრებას საბა მამაცაშვილიც შეეცადა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ შემადგენლობა შეცვალა და შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ტყუპი ძმები – ოთარ და გიზი მამაგეიშვილები, ასევე გიორგი აბუაშვილი შეუშვა. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გაამართლა და თამაშის სურათი სწრაფად  შეიცვალა.50-ე წუთზე ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, საბა ხვადაგიანმა ანგარიში გაათანაბრა. ექვს წუთში კი მეკარე ბურთს თანაგუნდელს აწვდიდა, გადაცემა გიზი მამაგეიშვილმა ჩაჭრა და ბურთი კარში გაუშვა. 60-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია, მას კალე ვალიუსი შეეხო და ანგარიში 3:1 გახდა.მალე ფინელთა მხრიდან თავი შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშემ გამოიჩინა – კონტრშეტევაზე იუჰო ტალვიტიენმა მცველი ჩამოიშორა, დარტყმაც უმარტივესად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. თუმცა 88-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საბოლოო ანგარიში – 4:2 დააფიქსირა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ამით მოსამზადებელ შეკრებას დაასრულებს.

გთხოვთ გავავრცელოთ- 6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი: #GE11LB0711192526466000საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528

დაუჯერებელი სასწაული, რომელიც ოტპის მონასტერში მოხდა

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა - ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც "დაგვასნეულა". დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა - რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ "მეცნიერების" იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. "მეცნიერების სასწაულების" ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა - მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე - მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც.ამ დღის შემდეგ თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. აქამდე თუ არ ვიცოდი, რა იყო ავადმყოფობა, მას მერე ხშირად მემართებოდა ეპილეფსიის შეტევები. თავიდან იშვიათად - სამ თვეში ერთხელ, შემდეგ - ყოველ ახალმთვარობისას, მერე კი დღეში რამდენჯერმე. დავსუსტდი, შრომის უნარი დამეკარგა, იძულებული გავხდი, მუშაობისთვის თავი დამენებებინა. გადიოდა დრო. უფრო და უფრო უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა.ყველასთვის მძიმე ტვირთად ვიქეცი. ასეთ მდგომარეობაში 15 წელი გავატარე. ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ენერგიული გოგონა დედაბრად გადავიქეცი (ამ ამბის მოთხრობისას ის 40-45 წლისა იყო, მაგრამ გაცილებით ასაკოვან ქალად გამოიყურებოდა).ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ ჩემს განკურნებას, თუმცა ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. არსობის პურისთვის ხან ერთ ნათესავს ვაფარებდი თავს, ხან მეორეს. ერთიხანობა დასთან დავსახლდი. ჩემი სიძე სადგურის უფროსი გახლდათ. დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, მრავალსულიანი ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ბნედიანი მეც მას დავაწექი ტვირთად. ჩემი სიძე უბრალო, მაგრამ კეთილი და ღრმად მორწმუნე კაცი გახლდათ.- სონია, - მკითხა ერთხელ, - დიდი ხანია არ ზიარებულხარ?- მას შემდეგ, რაც ავად გავხდი.- დაიკო, ასე შეიძლება? ერთი კეთილი ადამიანი მაინც არ გამოგიჩნდა, ამაზე რომ ეზრუნა? ასე ხომ ჯანმრთელიც ცუდად გახდები. აღარ გადადო, მოემზადე, აღსარება თქვი, უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარე. ღმერთი მოწყალეა და მალე გამოჯანმრთელდები. უარი არ მითქვამს, მივედი ეკლესიაში, აღსარება ვთქვი... ბნედამ თითქოს აღარ მომიარა... ზიარების დღეს ლიტურგიაზე თავს კარგად ვგრძნობდი, თითქოს გამოვჯანმრთელდი. გაიღო საკურთხევლის სამეუფო კარები, მოძღვარმა ბარძიმი გამოაბრძანა და თქვა: - შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!..და იცით, რა მოხდა? ამ თხუთმეტწლიანი ტანჯვისაგან არაქათგამოცლილი, დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან და ჩვენი ცხოვნების წყაროსთან. ჩემში ჩამალულმა ისეთმა სიძულვილმა და წარმოუდგენელმა ძალამ იჩინა თავი, მას ძლივსღა ეწინააღმდეგებოდა ის ცხრა მორწმუნე.მე, ქალბატონი, ინსტიტუტის კურსდამთავრებული, კარგად აღზრდილი, რომელსაც არ მჯეროდა ეშმაკეულების, დავცინოდი მოქადაგე დედაკაცებს, თვითონვე აღმოვჩნდი ეშმაკეული. ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერმა გაიარა. ავადმყოფობის მიზეზი ვიპოვეთ და ამ დღიდან დავიწყე სწორად მკურნალობა: მორწმუნეთა რჩევით, ხშირად ვეზიარებოდი, როცა საშუალება მქონდა, წმინდა ადგილებსაც მოვილოცავდი. ბნედის მოვლენები თითქმის შეწყდა, ეშმაკეულობის ცხადი გამოვლინებებიც შემისუსტდა. სანაცვლოდ კი ისეთმა ენით გამოუთქმელმა არაადამიანურმა მწუხარებამ მომიცვა, თუ არა ღვთის მოწყალება, ჩუმად რომ განმაძლიერებდა ხოლმე, ალბათ ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ბოლოსაც მომიღებდა. ერთმა ღვთისმოყვარე ქალმა ოპტელ მამებთან მომიყვანა. ოპტის მონასტერში ყველაფერი მომეწონა, ტაძრებიც, ღვთისმსახურების წესიც. შემიყვარდა ამ მშვენიერი სავანის გარემო. მაგრამ არც ცოცხალ მამებთან და არც გარდაცვლილ ღირს მამათა საფლავებთან არ მივდიოდი, თუმცა ბევრს მეხვეწებოდა ჩემი თანამგზავრი. ჩუმი, თითქმის მტრული პროტესტით წინ აღვუდგებოდი საფლავთა მოლოცვას და მამათა მონახულებას.ოპტის უდაბნოში მოსვლისას სევდა მიმიყუჩდა, მაგრამ მალევე წინანდელზე მეტი ძალით დამეტაკა. ჩემმა თანამგზავრმა დამიყოლია და ზიარებისთვის მოვემზადე. კაეშანი მოსვენებას არ მაძლევდა და ფიზიკურადაც მტანჯავდა: მკერდზე, გულის ქვეშ რაღაც გორგალს ზოგჯერ ხელის შეხებითაც ვგრძნობდი. როცა ეს გორგალი ამოძრავდებოდა, მზად ვიყავი, ტკივილისა და მწუხარებისაგან მეყვირა. და კიდევ ერთი უბედურება - ტირილი არ შემეძლო. ცრემლებს თითქოს ეს საშინელი გორგალი აკავებდა.ჰოი, რა საშინელება გახლდათ! მამა სერაფიონთან აღსარების თქმამდე მამა ამბროსის საფლავთან მისვლა გადავწყვიტე. შევედი ეკვდერში, მოვიდრიკე მუხლი და თავი დავადე საფლავის ქვას. ამ დროს, ჩემი თვრამეტწლიანი ტანჯვის მერე, ერთბაშად წამსკდა ცრემლთა წყარო, ცრემლის ნაკადი გულიდან დაიძრა, მოაწვა ყელს და გარეთ გადმოიღვარა სინანულის ქვითინად. ძალიან დიდხანს ვტიროდი, სანამ გულიდან მთლიანად არ ამომივიდა ჩემი ამდენი ხნის მწუხარება. ვიგრძენი, რომ დიდი სიმძიმე მომეშვა და ის გორგალიც სადღაც გაქრა.მამა სერაპიონს აღსარებისას ჩემს წარსულსა თუ აწმყოზე ყველაფერი მოვუყევი. ისიც ვუთხარი, თუ რა ვიგრძენი მამა ამბროსის საფლავთან. მან დიდი სიყვარულით მომისმინა და მომიტევა 7 წლის ასაკიდან ჩადენილი ცოდვები, აიღო კურთხევანი და ცოდვათა მიტევების ლოცვა წამიკითხა. ამ დროს მე ვყვიროდი, ხელებს ვიქნევდი, კელიიდან თავის დაღწევას ვცდილობდი.ზიარების შემდეგ დავწყნარდი. მამა ამბროსის საფლავთან მივედი და უეცრად ვიგრძენი, რომ სრულიად და სამუდამოდ განვიკურნე. გული კი ისეთმა დიდმა სიხარულმა მოიცვა, თითქოს მწუხარება არასოდეს განმეცადოს. ვფიქრობ, მისი ადგილი იქ არც არის, სადაც ამგვარ ნეტარებას ოდესმე მცირე ხნით მაინც დაუვანებია. ამ ნეტარების გრძნობას ოპტის უდაბნოდან დაბრუნების შემდეგ მთელი წელი არ დავუტოვებივარ. იმგვარი სულიერი სიმშვიდით და სიხარულით ვტკბებოდი, რომ სრულიად ამინაზღაურდა ჩემი თვრამეტწლიანი ტანჯვა, მკრეხელობის წილ რომ მერგო სასჯელად.თვრამეტი წელი! ზუსტად ორი წელი სეფისკვერის თითო ნაწილზე! ვეწამე აქ და ალბათ იმ ქვეყანაში, ღვთის ნებით, აღარ დავიტანჯები.

“ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე თავდასხმით და მუქარით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გახდებით” – ერდოღანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

სტამბოლში უკვე მესამე დღეა ქალაქის მერის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ლოკაციაზე დემონსტრანტები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც პოლიციამ "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა. უმეტეს შემთხვევაში აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი. მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით "სახალხო რესპუბლიკური პარტია", რომელსაც დაკავებული ეკრემ იმამოღლუ წარმოადგენდა, თავის ძველ ღირსებასა და სახეს კარგავს, ერდოღანი პარტიას პუტჩისტების წახალისებაში ადანაშაულებს.ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს."სამწუხაროა, რომ "სახალხო რესპუბლიკური პარტია" სწრაფად კარგავს თავის ყოფილ სახესა და ღირსებას. როგორც პოლიტიკური ძალა, ის თავის გზას ლეგიტიმურ საფუძველზე კი არ აგრძელებს, არამედ არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული კავშირებით, კისრამდე ჩაფლული კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, სახიფათო განცხადებებით, რაც ქუჩებში ქაოსსა და ტერორს აღვივებს. ცხადია, "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შეჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ ჯგუფებსა და ტერორისტულ გაერთიანებებს. თუმცა, მარგინალების გულის მოგებით, ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ - თავდასხმით, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევის მიზნით, უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული ხერხების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გახდებით,"- აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. დონალდ ტრამპის თქმით ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები, რუსეთთან და ომში მყოფ ქვეყანასთან აქტიურად მიმდინარეობს. 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ომის მონაწილე ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა."მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა, შემდეგ კი გვექნება სამშვიდობო ხელშეკრულება, რაზეც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიწების გაყოფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმების ძირითადი ჩარჩო.მე ამ პროცესში ორი მიზეზის გამო ვმონაწილეობ. პირველი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ათასობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იღუპებიან. ისინი ამერიკელები არ არიან - რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც ყოველ კვირა ომს ეწირებიან; მეორე კი სულს ეხება, - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის გამო, 350 მილიარდი დოლარი გადაიხადა ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ კომპეტენტური პრეზიდენტი გვეყოლებოდა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები