ვინ არის 63 წლის ქალი, რომელმაც ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა და ქვეყანაში უხუცესი დედა გახდა

Read Time:39 Second

იტალიაში ასაკოვანმა ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა და თავის ქვეყანაში უხუცესი დედა გახდა. ამის შესახებ Diario Libre იტალიურ გაზეთ La Nazione-ზე დაყრდნობით წერს.

ფლავია ალვარო პირველად ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა 61 წლის ასაკში. თუმცა, 14 კვირის შემდეგ მანუპულაცია სპონტანური აბორტით დასრულდა. ქალს ხელოვნური განაყოფიერება კიევში ჩაუტარდა, რადგან უკრაინის კანონმდებლობა არ ადგენს ამ პროცედურის მაქსიმალურ ასაკს. ორი წლის შემდეგ იგი იმავე კლინიკაში დაბრუნდა, რათა კვლავ დაორსულებულიყო.

ქალმა ინვიტრო განაყოფიერებაზე 15 ათასი ევრო დახარჯა და საბოლოოდ ეს წარმატებული აღმოჩნდა. ორსულობის მერვე თვემდე ალვაროსთან ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ მას ნაადრევი კუმშვები დაეწყო და საკეისრო კვეთა ვააზე ადრე მოუწია. 3 ივნისს, იტალიელი ქალბატონს 63 წლის ასაკში ვაჟი, სებასტიანი შეეძინა. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ახლა ექიმები ელიან მას, რომ მოიმატოს იმდენი წონა, რომ სახლში გაგზავნონ.

ალვაროს ოქტომბერში 64 წელი შეუსრულდება. ის ახლა იტალიის უხუცეს დედად ითვლება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი: პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში
Next post მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არსად გადაუხვევია, რომ გზაზე იყოს დასაბრუნებელი – ჩვენ უნდა ვიაროთ წინ განვითარებისთვის და იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრება იყოს რეალური შესაძლებლობა და ეს მოვახერხოთ