სამშაბათი, აპრილი 1, 2025

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა

პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ეს კაცი. ალთან ვაროლი დაიბადა 12/11/1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ემიგრანტები იტალიაში“ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ირმა ენდელაძე ავრცელებს.

„2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ “Power Doppler”-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია.

ალთან ვაროლი მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად 2011-2016 წლებში.

2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2010 წლიდან ჰიგიენურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიით, ათაშეჰირში, აწარმოებენ მომსახურებას ყბის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნატიური ქირურგია – ყურადღების მიქცევა), ყბის და სახის მოტეხილობების, დროებითი სახსრის დარღვევები და მკურნალობა, ძილის აპნოე, ტემპერამენტული და ტუმბოზური ერთობლივი ქირურგია.

პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის განყოფილებაში კარიერის განმავლობაში მან გააკეთა 8 პოსტერი, 21 ზეპირი პრეზენტაცია და 45 პუბლიკაცია.

პროფ. დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბულის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). “cial Section Association”
(2009-2016), ორალური და ყბა-სახის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაცია (2003) და თურქეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაცია (2001).

მან მოიგო მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2003 წელს, მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2004 წელს და მარმარის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის გამოქვეყნებისთვის ჯილდო 2008 წელს“, – წერს ირმა ენდელაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა.როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, ვიზიტის დეტალები, მათ შორის კონკრეტული თარიღი, ჯერ კიდევ განიხილება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.საუდის არაბეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.ამასთან, რუსული მხარე საუდის არაბეთს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ადგილს დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრისთვის.თავად დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, „უახლოეს მომავალში“ ეწვევა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

გიორგი ბუტიკაშვილი – განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ, ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ თვითმმართველობის არჩევნებს, გუშინდელი აქცია ამიტომ ვერ შედგა, პროცესი ჩავარდა

ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ. ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, გაერთიანებულად, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო არის და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გუშინდელი აქცია სწორედ ამიტომ ვერ შედგა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.„პროცესი ჩავარდა და ჩავარდა სწორედ ამიტომ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ აცხადებს იმას, რაც ჩვენი მოთხოვნაა, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მშობლების, თუ პარტიები არ აწერენ დეკლარაციას ხელს, მაშინ რას ვაცხადებთ?“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის პლატფორმა გაგრძელდება.„ჩვენ ამ პროცესში მაინც მოგვიწევს მონაწილეობა დღეს თუ არა ხვალ, უბრალოდ, ხვალ მოგვიწევს მეტად განიარაღებულებს მონაწილეობა, რადგან პროცესი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, არ დასრულდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო ეყოლება მსხვერპლი. ვიდრე ძლიერები ვართ, ვიდრე შეგვიძლია და ბევრნი ვართ, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ეს ამბავი, თორემ ზეგ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, უბრალოდ, ძალიან ცოტანი ვიქნებით, უფრო მეტი დაჭერილი, უფრო მეტი ნაცემი იქნება, უფრო მეტი გაქცეული იქნება და უფრო ნაკლები მედია იქნება, ვინც ამას გააშუქებს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.ბუტიკაშვილის თქმით, არსებობს ბუნდოვანი საკითხები, მათ შორის, გახარიას პარტიის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.„გახარიას ღია პოზიცია ჰქონდა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდათ საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. მათი პოზიციაა, „ამ მოცემულობით არ ვაპირებთ“, მაგრამ თუ პოლიტიკური მდგენელი შეიცვლება, მერე იფიქრებენ. ოღონდ, არასდროს ამბობენ, რა არის პოლიტიკური მდგენელი. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა, რომ დეკლარაციაში ჩაწერილიყო სიცხადე, რადგან ხალხს სჭირდება ამდენ ტყუილში სიცხადე“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება „თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე“. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს.ლივიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ში ბოლოდროინდელ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ტარიფები უკვე დადებით გავლენას ახდენს.„პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ ამერიკელი მუშები და ბიზნესები იქნებიან პირველ ადგილზე, როგორც ის დაგპირდათ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.როგორც ქეროლაინ ლივიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ამჟამად სავაჭრო და ტარიფების საკითხებში არსებულ გუნდთან ერთად მუშაობს ხვალინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითვაზე, არსებობს თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც უცხოელ ლიდერებს შეუძლიათ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, ლივიტმა უპასუხა, რომ ტრამპი ყოველთვის მზადაა სატელეფონო ზარისთვის ან მოლაპარაკებისთვის.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძეც დაიბარეს

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, პროკურატურაშია დაბარებული ბადრი ჯაფარიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.მამუკა ხაზარაძეს კი ბრალი დღეს თბილისის პროკურატურაში წარუდგინეს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე ჯერ საქალაქო სასამართლოში მივიდა და გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, შემდეგ კი პროკურატურაში გადაინაცვლა.ოფიციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. ხაზარაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს მაგნატის საქმეზე იყო დაბარებული, რომლის მფლობელი ლელოს ლიდერებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს.. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 349 ე მუხლითაა დაწყებული, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდება რომ კანონით რეგულირდება, ეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე მათი მისამართით არსებულ კითხვებს გამოგონილი მიზეზებით ვერ გაექცევიან.

„ფორბსმა“ დედამიწის უმდიდრესი ადამიანების ახალი სია გამოაქვეყნა

ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ჟურნალ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილზეა. მისი ამჟამინდელი ქონება 342 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილი მარკ ცუკერბერგის კუთვნილებაა, 216 მილიარდი დოლარის ქონებით. მესამე ადგილი Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოს ერგო, რომლის ქონება დაახლოებით 215 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.სიაში მეოთხე ადგილზეა ლარი ელისონი, Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ქონება 192 მილიარდი დოლარია. მეხუთე ადგილი მოულოდნელად დაიკავა ბერნარ არნომ, ფრანგული ფუფუნების საგნების კომპანია LVMH-ის მფლობელმა. მისი ქონება 178 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა სიის სათავეში ის გასულ წელს იყო.

ბოლო სიახლეები