“ქუჩაში წაქცეულ მოქლაქეს გამვლელმა ექიმმა გული აუმუშავა” – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ადამიანები. ასეთი ექიმების მხრებზე დგას სამყარო❤️ქუჩაში წაქცეულ თქვენთვის უცხო ადამიანს გული აუმუშავეთ, 1 საათის მანძილზე გაუჩერებლად იბრძოდით. არა და ვინ იცის, როგორი დაღლილი ბრუნდებოდით შინ… ❤️ მოკლე ვიდეოს ვდებ, არ ვიცი რამდენად მაქვს ამის გასაჯაროვების უფლება, მაგრამ სიკეთე არ უნდა დაიკარგოს. იცნობდეთ ლევან ჭელიძეს. არაფერი გვიჭირს, ვიდრე ასეთი ადამიანები გვეყოლება, ასეთი ექიმები, Levani Chelidze ხელები მიკანკალებს, ვეღარ ვწერ, სასწრაფოს ექიმი მეგონა…”