![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2023/12/Screenshot-2023-12-03-235402.png)
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მამას ძაღლი მე-8 სართულიდან გადაუგდო – სასტიკი დანაშაულისთვის მას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება
შვილმა მამას ძაღლი მერვე სართულიდან გადაუგდო. 10 წლის როტვეილერი მოკვდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. ჩადენილი დანაშაულისთვის, 28 წლის შვილი მამამ პოლიციას თავად ჩააბარა.
თვითმხილველი მარიამ იასეშვილი იმ საღამოს იხსენებს, როცა მეზობელმა მე-8 სართულიდან, 10 წლის როტვეილერი გადმოაგდო.
,,ჯერ აი იმ რკინებზე დაეცა, მერე ასფალტზე, ძაღლმა საშინელი ხმა ამოუშვა, მერე ხალხიც შეიკრიბა, პოლიციაც მოვიდა. სულ სისხლიანი იყო, აი ის ლაქაა. დაეცა და მერე თვითონვე გადავიდა ცოტა იქით, ჯერ ცოცხალი იყო. მეზობლები უკაკუნებდნენ პატრონს, მაგრამ კარი არავინ გაუღო. თავიდან გვეგონა, რომ ძაღლი გადმოვარდა“, – განაცხადა მარიამ იასეშვილმა.
თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მივიდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიც.
მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადვილზე ძაღლის პატრონად გაეცნო შესაბამის სამსახურებს, მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა. ბრალდებულმა აღიარა, რომ მამის კუთვნილი ძაღლი აივნიდან გადააგდო. შვილი მამამ პოლიციას ჩადენილი დანაშაულისთვის, თავად ჩააბარა.
ცხოველზე სავარაუდო მოძალადე 28 წლის ნიკოლოზ აფხაზოვია. მამამ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სისხლის სამართლის ეს კონკრეტული საქმე, რომელიც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, უკვე პრეცედენტულია. ქართულ რეალობაში ამ ბრალდებით პირი პირველად დააპატიმრეს.
ცხოველის მიმართ ჩადენილი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისთვის, რომელმაც გამოიწვია მისი სიკვდილი, ნიკოლოზ აფხაზოვს 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
იუსტიციის მინისტრმა იტალიის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა
რატი ბრეგაძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო უწყების როლს საქართველოს...
„მსხვერპლმა მოასწრო და პოლიციას უთხრა, თუ ვინ ესროლა“ – კახეთში, ნათლიამ ნათლულის მამა და თანასოფლელი მოკლა
ძებნის ოპერაცია მასშტაბურია - პოლიციის დანაყოფები მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ერთდროულად, რამდენიმე სოფელში ეძებენ, მათ შორის - ნაფარეულში - დაახლოებით 10 კილომეტრში...
სუსი: უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის...
11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას – გიორგი გაბიტაშვილი
გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა...
საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი – გიორგი გაბიტაშვილი
საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა...
გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად აირჩია
გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად აირჩია. გენერალური პროკურორის მოადგილის კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება. არჩევანი საბჭოს წევრებმა, დღეს, 3 კანდიდატს...