კვირა, მაისი 25, 2025

ვინ არიან ფეხბურთელი, რომლებიც არბიტრმა „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დასაჯა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.

დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.

ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით

ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე.რუსეთის თავდასხმამ გასულ ღამეს უკრაინის 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მოიცვა.„რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული დარტყმები საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის. მსოფლიოს არ აქვს დუმილის უფლება, რადგან ასეთი პასიურობა პუტინს ომის გაგრძელებისკენ მხოლოდ ახალისებს. შესაძლოა, მსოფლიო შაბათ-კვირას ისვენებს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისა და სამუშაო დღეების მიუხედავად. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს. სანქციები ნამდვილად დაეხმარება ომის დასრულებას. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ითამაშებს თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ლუის ენრიკეს პროგნოზი

საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსის“ 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც თამაში თავის ტკივილის გამო ვერ შეძლო, მალე ჩადგება მწყობრში:„ის კარგადაა. ვერ ითამაშა, რადგან მოთელვის მერე თავი შეუძლოდ იგრძნო. საშიში არაფერია. სამშაბათის ვარჯიშისთვის სრულად იქნება მზად. არავითარ რისკზე არ წავედით. გახურების შემდეგ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. ხანდახან ეს ხდება, მაგრამ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“.კვარაცხელია პირველი ტაიმისას გასახდელში იყო და შესვენების შემდეგ სახლში გაუშვეს.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს."წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადება:26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში.დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით - ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში."ქართული ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი.26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე.ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!" - წერია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან – სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან - პენჯაბის პროვინციაში სტიქიურ მოვლენას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ ჰაერის მაღალი ტემპერატურა უძღოდა.სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

შალვა პაპუაშვილი – როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის

როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ლიეტუვის საელჩოს ბოდიშსაც არ მოიხდის.„18.02.2021 – ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.24.05.2025 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ სამი წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი. ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის“, – წერს პაპუაშვილი. 

ბოლო სიახლეები