ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ვილი სანიოლი სომხეთთან მატჩის შესახებ – იმედი მაქვს, გულშემატკივარს ხვალაც გავახარებთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.

ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იმავე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია.

შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენ გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, მათ ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა.

ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დაჩი ცაგურია: ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები, პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში – აქ ვნახე პირველად, “ტიკ ტოკერი” მეომრები

„ვერც აწი იზამენ ეგენი ვერაფერს. აწი უფრო და უფრო ვეღარ იზამენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ იცვლება მსოფლიო. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ვხედავთ, იქ რა ხდება. რა ხდება ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის იყო ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. როცა ადამიანებმა აქ მოდაში შემოიღეს ვითომ ომში წასვლა, იქ „სელფების“ გადაღება და „ტიკ ტოკში“ ბრძოლა და აქ პროვოკაცია რომ მოუწყვეს ჩვენს ქვეყანას, რომ აბა, არიქა ომში მინდა წასვლა და არ მიშვებენ და საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ უშვებს. სხვათა შორის სამი წელი გავიდა, ომი მიდის და ვერ ჩააღწიეს უკრაინამდე. ვინც იქ იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ პროვოკაციაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი მონაწილეობდა, არც ერთი მათგანი ინტერვიუებს ვინც აძლევდა არ ჩასულა უკრაინაში საომრად. ჩვენ ვხედავდით ეს რატომაც კეთდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოეწყოთ პროვოკაცია. თორემ ნებისმიერი მათგანი, ხვალ მოვიდეს ჩემთან და მე დავეხმარები და ჩავიყვან იქ, რა პრობლემაა?!ჩვენ ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. ადამიანები, რომლებსაც პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აგერ, ახლა აქ ვნახე პირველად, ეს ჩვენი „ტიკ ტოკერი“ მეომრები.წარმოიდგინეთ, ახლა მაგათ ჭკუაზე რომ გაევლო საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მილიონი ადამიანი არის ამ ომში გარდაცვლილი და დასახიჩრებული და არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია. ანუ ესენი იყვნენ მიზანმიმართული პროვოკატორები საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია – ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი – შალვა პაპუაშვილი

"სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია - ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია."რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო "საფარის" ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა.სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს - სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა.ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსების შემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ბოლო სიახლეები