სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

„ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან“ – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს Chechnya Today-სთვის მიცემულ კომენტარში.

„მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა ვის სთხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს.აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით  (სგპ ,,ყაზბეგი“ 1 649 587 ლარი და სგპ  ,,სარფი“  316 904 ლარი)  ჯამში  1 966 491 ლარი  შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა -  195 633 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მე­დეა შენ­გე­ლიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის წუხელ ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.დედაქალაქის მერი, დილიდან იღებს სამძიმრის წერილებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა  იყო.მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დონალდ ტრამპი – კანადაში დაფუძნებულ კომპანია Bombardier-ს აშშ-ში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება, თუ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადაში დაფუძნებულ, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Bombardier-ს შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება.აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მხოლოდ იმ შეთხვევაში მოხდება, თუ კომპანია თვითმფრინავების წარმოებას შეერთებულ შტატებში დაიწყებს.ამასთან, ტრამპის თქმით, კანადა შტატებს უსამართლოდ ექცევა, რადგან Bombardier-ის მსგავს ამერიკელ კომპანიას, Gulfstream Aerospace-ს კანადაში ოპერირების უფლება არ აქვს.„შეერთებულ შტატებში Bombardier-ის გაყიდვა აღარ მოხდება! მათი პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის! მათი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტი შეერთებული შტატებიდან მოდის. ისინი ამერიკელი მყიდველების, ამერიკული კომპანიების, ამერიკული აეროპორტებისა და ამერიკული სერვისის ხარჯზე ცხოვრობენ და ეს ყველაფერი მაშინ, როცა კანადა ბლოკავს ჩვენს დიდ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს. მათ Gulfstream Aerospace-საც კი დაუბლოკეს ბიზნესის კეთება კანადაში. ეს სრულიად უსამართლო და უკანონოა! ეს ერა დასრულდა! თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები და შეწყვიტონ ამერიკის „ყულაბად“ გამოყენება. იყიდეთ ამერიკული. იფრინეთ ამერიკული თვითმფრინავებით. ისიამოვნეთ ამერიკული სასმელებით. იმოგზაურეთ ამერიკის ტბაზე. ამერიკა პირველ რიგში!“, – წერს ტრამპი.ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ Bombardier Global Express-ის ბიზნეს თვითმფრინავების სერტიფიცირებას გააუქმებდა და კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავზე 50-პროცენტიან იმპორტის ტარიფებს დააწესებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები, მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით

მე არავის ვებრძვი, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა.„საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ. ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ. როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს. თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა! აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი – ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, – წერს ღარიბაშვილი. 

ბოლო სიახლეები