ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ვიდეო: დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიცაა ილია მეორესთან სტუმრობა

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად საქართველოს!🤍
დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, სტუმრობაა.❤️
კირიე ელეისონ! უფალო, შეგვიწყალე! 🙏🏻

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

21 წლის გიორგი მინდაძე მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძე ოლიგარქის მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიების მტკიცებით, 29 ნოემბერს მინდაძემ პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის გამოც პოლიციელმა, მათივე თქმით, დაზიანება მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს. „როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღოინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ. ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება. შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები. ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შეზღუდვები მოქმედებს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაზე მოხსნილია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი – ვაპირებთ, გავასაჯაროოთ ჩანაწერები, რომლებიც ეხება ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ვინმე თუ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას – ბექა ლილუაშვილი

დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. „დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ არაღიარების მიმართულებით, კონკრეტული სანქციების დაწესებით ყველა იმ პირზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე. ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ და რეჟიმის საწინააღმდეგოდ უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ამ მოცემულობაში, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება. ვნახეთ, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ აღარ სჯერა ამის. მათი წარმომადგენლები განცხადებებში თავიდან ამბობდნენ, რომ 20 იანვრის მერე ეს ურთიერთობები გადაიტვირთებაო, შემდეგ ნარატივში შემოიტანეს – იმედი გვაქვს, გადაიტვირთებაო. ახლა გაჩნდა განცხადება, რომ ეს გადატვირთვა დამოკიდებულია არა აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილებაზე, არამედ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დასრულებაზე. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიმვას, რათა მეტი ფული და ქონება გადაარჩინოს ივანიშვილმა საერთაშორისო სანქციებს. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში ტყუილით შეიტანონ იმედის განცდა და მოლოდინი, რათა მეტი ფულის გადარჩენა მოახერხონ. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბოლო სიახლეები