პარასკევი, ივლისი 10, 2026

ვიდეო: დაბადებიდან მესამე დღეს ბავშვი გარდაიცვალა… მერე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა…“ – მამა საბა ტყუპისცალ შვილზე

დაბადებიდან მესამე დღეს ბავშვი გარდაიცვალა… მერე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა, – ამის შესახებ დეკანოზი საბა ჭიკაიძე საუბრობს და იხსენებს 1994 წლის თებერვალს, რა დროსაც, ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

ვრცლად ↓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – საქართველო ყველა მიმართულებით არის მოწინავე, ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია – დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ. საქართველო ყველა მიმართულებით არის მოწინავე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.„ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.ცნობისთვის, ​ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ანგარიშის თანახმად, საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.

ირაკლი კობახიძე – აგენტურა როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობაა ტერორისტული, ყველა სამართლებრივი პროცესი ბოლომდეა მისაყვანი

აგენტურა როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ მთლიანად სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობა და დამოკიდებულებაა ტერორისტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ყველა დაწყებული სამართლებრივი პროცესი ბოლომდეა მისაყვანი.„მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით. ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს. ეს ადამიანები, აგენტურა როდესაც ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება არის ტერორისტული. ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი შეფასება. ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რაც არის დაწყებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები.„განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა. ასევე, გავიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში, დავსახეთ კონკრეტული გეგმები და გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ამის დიდი ინტერესი აქვთ.„რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თინა ბოკუჩავა – საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაზე, სამართლებრივად ეს ვერ მოხდება, არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, დაიწყოს მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნაზე

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში კანონი არ კანონობს და რეპრესიული ინსტრუმენტია, არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, კანონის მიხედვით, აუცილებელია, ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი; პოლიტსაბჭო და ე.წ. სარევიზიო კომისია.„მე გავაგრძელებ თავმჯდომარის მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას, ვიდრე ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს. ახლა საუბარია, რომ თავმჯდომარის პოსტი უნდა გაუქმდეს. ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება. არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, რომ დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.კითხვაზე, სააკაშვილის განცხადებაში, რომ უნდა შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, თქვენ ამოიკითხეთ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „დიახ, საუბარი იყო იმაზე, რომ არცერთი პოზიცია აღარ უნდა დარჩეს, გარდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციისა, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ტყვეობაში“.„ლევან ხაბეიშვილმა ბევრი უსამართლობა იწვნია პარტიაში, რაზეც არც მე და არც ლევანს საჯაროდ არ გვისაუბრია, თუმცა, შეიძლება, ამის დროც მოვიდეს. სწორია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ უნდა დარჩეს ლევან ხაბეიშვილი. შესაბამისად, თუ ის იქნება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, უნდა არსებობდეს ასევე პოლიტიკური საბჭოც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ამასთან, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საკუთარ თავს რეფორმების საბჭოში ვერ ხედავს.„მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს. პრეზიდენტ სააკაშვილს პარტიაში თუ რაღაცის ფორმაცია სურს, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, არ გვდევნიდნენ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრისთვის. სავარაუდოდ, რეფორმების საბჭოშიც ვერ ვხედავ საკუთარ თავს. რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება, ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება – გიორგი ვოლსკი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ექსპრეზიდენტი საქართველოში ახალი სტრუქტურის დაფუძნებასა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიაში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა."ფაქტია, რომ სააკაშვილი ახალი ორგანიზაციის დაფუძნებაზე საუბრობს. ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება და არ იქნება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანების გაერთიანება, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. აფასებს ამ სიტუაციას და უნდა, შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რომლითაც ის არის ცნობილი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები