სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

ვეძებ ოჯახებს, ვისაც სჭირდება წამლები სხვადასხვა სახის და არ აქვს საშუალება შეძენის

ჟურნალისტი ნინი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში მოულოდნელ და სიკეთით სავსე პოსტს აქვეყნებს:

„მეგობრებო, ვეძებ ოჯახებს, ვისაც სჭირდება წამლები სხვადასხვა სახის და არ აქვს საშუალება შეძენის, გთხოვთ, გამომეხმაუროთ და გამივრცელოთ სტატუსიც რა. მადლობა,“ წერს ნინი აბრამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონი ძირითადად უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება

შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, – განაცხადა პრემიერმა.

ტოპ-3 ავტომობილი, რომელიც საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა

2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 010 195 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი.სტატისტიკის მიხედვით, 2 მილიონზე მეტი ავტომობილიდან თითქმის ნახევარი, 984 369 ერთეული, დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი ავტოპარკი კი რეგიონებზე ნაწილდება.საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა:TOYOTA - 7 178 ერთეული;FORD - 3 087 ერთეული;BMW - 2 882 ერთეული... ვრცლად

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი

ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.“ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კახა კალაძე – საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა უმძიმესი დანაშაულია“, — განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“ არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის, ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გავიმარჯვეთ მთავარი ლოზუნგით, „ღირსებით ევროპისკენ“

საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა საქართველოს კონსტიტუციაში პუნქტი საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის.„საქართველოს საზოგადოება ერთგულია ამ მიზნის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში მთავარი ლოზუნგი იყო „ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ბოლო სიახლეები