ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს – როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან? პირველად ვნახე ისინი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ღიმილის ბიჭები გვყავს – ამ უსამართლობას შევაკვდები, არ შევეგუები!

„ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.

დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20 – წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? – არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.

როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20 წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.

მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.

ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ – განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეუთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.ამის შესახებ ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი, იან ბრაათუ სოციალურ ქსელში წერს.“არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ”, - წერს ბრაათუ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმების მიზნით იყო გადაყვანილი და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს.ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და „არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება არ ყოფილა“.„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ - ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.„როდესაც წარვადგინეთ, ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და, მეორე მხრივ, ის გეგმები, რომლებიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის ხუთსაათ-ნახევრიდან ოთხ საათამდე შემცირება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას გაწეული ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე, ზოგადად, შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემოსავლების სამსახურში აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ

შემოსავლების სამსახურში აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“ და „ამ შემთხვევას არკვევენ“.ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანულმა გამოცემა Report-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დიპლომატური ნოტა გაიგზავნა.

ბოლო სიახლეები