ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრი კარლოს ალვარადო ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ია, 200-ზე მეტი ადამიანი კი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.
სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა.
ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. ბოლო ინფორმაციით დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი.
ვენესუელაში ორი ძლიერი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

