სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, ოპოზიცია შანსი აქვს, „ქართული ოცნების“ შეცდომა და თავისი სიტყვის გატეხვა გამოიყენოს.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ ცალმხრივად გასვლას ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა უპასუხოს.

„ეს უნდა მოხდეს არა გამწვავებისა და ქუჩაში გავარდნის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც დაგვრჩება, თუ ამ შეთანხმების მხარეს დავრჩებით. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდი, შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ოპოზიციური პარტია რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო თავის ინიციატიცით არ აპირებდა ამ შეთანხმების დარღვევას”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები